|
| 1828 |
|---|
Ford-ი აშშ-ს ბაზრიდან მაღალი გამავლობის 1,2 მილიონ ავტომობილს გაიწვევს
| ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია და მსოფლიოს სიდიდით მეხუთე ავტომწარმოებელი Ford-ი მაღალი გამავლობის 1,2 მილიონ ავტომობილს გაიწვევს, წერს გამოცემა BBC-ი. კომპანიის ცნობით ამის მიზეზია სამუხრუჭე სისტემაში არსებული ხარვეზი, რომელიც საჭეს მწყობრიდან გამოიყვანს. Ford-ი ამ გადაწყვეტილების შედეგად $180 მილიონით იზარალებს. Ford-ის დილერების განცხადებით, კანადიდან კომპანიამ 2010-2017 წლებში 12 000 Ford Taur-ი გამოიწვია, ხოლო 2009-17 წლებში Ford Flex-ი და Lincoln MKT. ასევე 2014 წელს Ford--მა 1,1 მილიონი ავტომობილი ჩრდილოეთ ამერიკიდან გამოიწვია და მაშინაც ამ გადაწყვეტილების მიზეზი საჭის გაუმართაობა გახდა. |

13-06-2019
წყარო: imedinews.ge
|
28-11-2022 Investing with Gender Lens - Deep Dive Workshops |
|---|
|
22-03-2019 აკაკი ჩარგეიშვილის იდეა მთავრობას - „ანაკლიის პორტის“ მშენებლობა „საპენსიო ფონდში“ დაგროვილი საინვესტიციო ფულით დაფინანსდეს |
|
24-05-2019 კვლევის თანახმად, 2014 წლის შემდეგ რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი 5%-დან 27%-მდე გაიზარდა |
|
05-07-2019 შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი გადამხდელებს 37 ლოკაციაზე მოემსახურება |