„როსპოტრებნადზორმა“ ქართულ ხილსა და ბოსტნეულში დარღვევები ვერ აღმოაჩინა
ნავიგატორი
2127


„როსპოტრებნადზორმა“ ქართულ ხილსა და ბოსტნეულში დარღვევები ვერ აღმოაჩინა

„როსპოტრებნადზორმა“ ქართულ ხილსა და ბოსტნეულში სერიოზული დარღვევები ვერ აღმოაჩინა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია უწყების პრეს-მდივანზე დაყრდნობით წერს. როგორც იულია მელანომ განაცხადა, საქართველოდან რუსეთში ძალიან ცოტა რაოდენობის ხილი და ბოსტნეული შედის, თუმცა მათაც ჩვეულებისამებრ სტანდარტული წესით აკონტროლებენ.

"საქართველოდან მოწოდებული მცენარეული პროდუქციის წილი მცირეა. პროდუქციაში ბოლო დროს რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა. „როსსელხოზნადზორი“ საქართველოდან შემოსული პროდუქციის კონტროლს სტანდარტული სამუშაო წესით განაგრძობს“ - განაცხადა მელანომ.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს, „როსპოტრებნადზორმა“ ქართული ღვინის ხარისხი დაიწუნა. როგორც უწყებაში განაცხადეს, ბოლო 5 წლის განმავლობაში სტანდარტებთან შეუსაბამო ალკოჰოლური პროდუქციის იმპორტის მოცულობა საქართველოდან სამჯერ გაიზარდა. „როსპოტრებნადზორმა“ გაამკაცრა ქართული ღვინის კონტროლი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. უწყებაში აცხადებენ, რომ მხოლოდ 2018 წელს ჯამში საქართველოდან არ დაუშვეს 203 ათასი ლიტრი ღვინო, ხოლო რვა ქართველ მწარმოებელს ღვინის იმპორტი აეკრძალა. მათ შორის არიან: შპს "ბაგრატიონი -1882", შპს "ბოლერო და კომპანია", შპს "კახეთის ტრადიციული მეღვინეობა", შპს "ბადაგონი", შპს "ქართული ღვინის სახლი"; "კორპორაცია ქართული ღვინო", „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია" და შპს" ბატონო".

„როსპოტრებნადზორმა“ ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზე განაცხადება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის იმ განკარგულების შემდეგ გააკეთა, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის ავიარეისების შეჩერებას გულისხმობს.

25-06-2019

წყარო: bpn.ge

24-04-2019

ეკონომიკის სამინისტრო: ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს

16-06-2023

ცხადდება მიღება IRI-ის ლიდერთა ბანაკში

24-02-2019

მასტერკლასი ნუშისა და კაკლის აგრო ინდუსტრიის ფერმერებისთვის

31-03-2019

„ვერტიკალური ფერმები“ და ხელოვნური ხორცი - როგორია სოფლის მეურნეობის მომავალი

31-03-2019

„ვერტიკალური ფერმები“ და ხელოვნური ხორცი - როგორია სოფლის მეურნეობის მომავალი

24-04-2019

ეკონომიკის სამინისტრო: ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს

16-06-2023

ცხადდება მიღება IRI-ის ლიდერთა ბანაკში

24-02-2019

მასტერკლასი ნუშისა და კაკლის აგრო ინდუსტრიის ფერმერებისთვის


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ