|
| 1856 |
|---|
იციკ მოშე: წელს, ისრაელიდან 200 ათას ტურისტამდე ჩამოვა, ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში
| „წელს, ჩამოვა ალბათ 200 ათას ტურისტამდე ისრაელიდან. ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში“, - ამის შესახებ ისრაელის სახლის თავმჯდომარემ, იციკ მოშემ ღონისძიებაზე „შემოქმედებითი პროექტების ბაზრობა 2019“ განაცხადა.
„ჩვენ ვმონაწილეობთ ევროსაბჭოს ამ გამოფენაში. ისრაელის სახლი წარმოადგენს თავის საქმიანობას. ვუერთდებით ეროვნულ ინტერესებს ტურიზმის სფეროში. 1 ივლისს ვიქნებით ბარსელონაში, შევხვდებით ევროსაბჭოს წარმომადგენლებს, რომლებიც ევროპაში მუშაობენ, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ებრაული მემკვიდრეობის კულტურული მარშრუტი საქართველოში.
ასევე, სამი საერთაშორისო ფორუმი წლის ბოლომდე გადმოვიტანეთ საქართველოში და მომავალ წელს, ვაპირებთ, რომ ერთ-ერთი ბიზნეს-ფორუმი მივუძღვნათ ტურიზმის განვითარებას და ინდუსტრიას.
ჩვენ გვჯერა, რომ ტურიზმის სფეროში არის უდიდესი თანამშრომლობა საქართველოს, ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობას შორის. ამ წელს ჩამოვა ალბათ 200 ათას ტურისტამდე ისრაელიდან. ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში და ჩვენ გვჯერა, რომ ამ სფეროში ორმხრივი მუშაობით ევროსაბჭოსთან ერთად, შევძლებთ ყოველწლიური ზრდა 50% შევინარჩუნოთ მომავალ წელსაც“,- განაცხადა იციკ მოშემ. |

25-06-2019
წყარო: reportiori.ge
|
27-08-2019 შეხვედრა სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსთან (RCDA) სადაც დაინტერესებულ პირებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია პროექტის მიზნების და ამოცანების შესახებ. |
|---|
|
24-04-2019 პრემია "ჟირაფი" |
|
16-05-2023 სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga |
|
11-04-2019 ევროპულ აეროპორტებს შორის მგზავრთნაკადის ზრდით კვლავ ქუთაისი და ბათუმი ლიდერობენ |