„ბიზნეს ამქარი“ - აკადემიური სექტორი ბიზნესისათვის
ნავიგატორი
2065


„ბიზნეს ამქარი“ - აკადემიური სექტორი ბიზნესისათვის

22 თებერვალს, GIPA-ს „ფრონტალინ კლუბ ჯორჯიაში“ პროექტ „ბიზნეს ამქარის“ პრეზენტაცია, გაიმართა, რომელიც A2B (Academy to Business) მოდელზეა აგებული; პროექტს GIPA და თიბისი ბანკი ერთობლივად განახორციელებენ. 

ღონისძიების ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს GIPA-ს რექტორმა მაკა იოსელიანმა და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანმა. 

პროექტის იდეა: პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობს აკადემიისა და ბიზნესის სექტორის გადაკვეთაში, რათა აკადემიურმა სექტორმა ხელშესახები სარგებელი მოუტანოს ბიზნესს. პროექტის ფარგლებში, GIPA-ს სტუდენტები, ლექტორების მენტორობით, სხვადასხვა მომსახურებას გაუწევენ თიბისი ბანკის პროექტ, სტარტაპერის პროგრამის მონაწილე კომპანიებს. მომსახურებების მენიუ მოიცავს კომპანიების ორგანიზაციული და მართველობითი სისტემების გამართვის, მარკეტინგის, ფინანსების, საოპერაციო საქმიანობის, კრეატიულ და სამართლებრივ საჭიროებებთან დაკავშირებულ (საერთო ჯამში 80-მდე) სერვისის გაწევას. პროექტი, GIPA-ს საგანმანათლებლო პროგრამებში ინსტიტუციონალიზებულია, რომელიც ასევე ხდება პროექტ სტარტაპერის ინტეგრირებული ნაწილი. 

ხედვა: პროექტის ხედვაა, A2B (Academy to Business) მიდგომის გაფართოება და პროექტში სხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციებისა და უმაღლესი სასწავლებლების ჩართულობის ზრდა. 

რატომაა საინტერესო: აღნიშნული ინიციატივა, თავის მასშტაბიდან გამომდინარე, წარმოადგენს საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობის პირველ სიღრმისეულ პრეცენდენტს საქართველოში. 

22-02-2019

წყარო: bm.ge

19-04-2023

ფოტოკონკურსი - ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა

02-05-2019

დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე ტექნიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა

19-03-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

10-05-2019

ISET გახდა Future Agro Challenge Georgia-ს პარტნიორი

10-05-2019

ISET გახდა Future Agro Challenge Georgia-ს პარტნიორი

19-04-2023

ფოტოკონკურსი - ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა

02-05-2019

დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე ტექნიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა

19-03-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ