„კოოპერატივების ფონდი“-ს მესათბურე კოოპერატივებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო მებაღეობისა და სასათბურე მეურნეობის ექსპერტი ესტუმრა
ნავიგატორი
1829

„კოოპერატივების ფონდი“-ს მესათბურე კოოპერატივებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო მებაღეობისა და სასათბურე მეურნეობის ექსპერტი ესტუმრა

2019 წლის 3 ივლისს „კოოპერატივების ფონდი“-ს მესათბურე კოოპერატივებში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო მებაღეობისა და სასათბურე მეურნეობის ექსპერტის, მანუელ ფაჰარდოს ვიზიტი განხორციელდა.

 ექსპერტმა მოინახულა კოოპერატივები - „ნერგები“, „მწვანე ფოთოლი“ და „ზანელი“, რომლებსაც სათბურში მოჰყავთ მარწყვი, მწვანილი და ბოსტნეული. შეხვედრაზე ექსპერტი გაეცნო იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებსაც  კოოპერატივები წარმოების პროცესში აწყდებიან და ფერმერებს  საჭირო რეკომენდაციები და რჩევები მიაწოდა.

ეს ვიზიტი ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ფერმერებს შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ კონკრეტული რჩევები უშუალოდ მათი ბიზნესის განხორციელების ადგილზე.

ვიზიტი განხორციელდა შემდეგ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში:

„ნერგები“ დაარსდა 2004 წელს და ყველა მის  წევრს დიდი გამოცდილება აქვს  სანერგე მეურნეობაში ( ხილი, დეკორატიული ხეები, ქარისგან დამცავი ხეები და ა.შ ). ENPARD-ის პროექტის მხარდაჭერით, კოოპერატივმა ააშენა სათბური, რომელიც ზამთრის პერიოდში ნერგების გამოსაყვანად გამოიყენება, ხოლო წლის დანარჩელ პერიოდში - ბოსტნეულის წარმოებისთვის. კოოპერატივი ერთ-ერთი მოწინავე სანერგეა დასავლე საქართველოში.

„მწვანე ფოთოლი“ დაარსდა 2017 წელს. ENPARD-ის პროექტის მხარდაჭერით, კოოპერატივმა სასათბურში რეჰანის და რუკოლას წარმოება დაიწყო. გასულ წელს მათ თავიანთი ძალებით გააფართოვეს წარმოება, დაამატეს ახალი სათბური, განაახლეს სავენტილაციო სისტემა და დაიწყეს პომიდვრისა და კიტრის წარმოება.

„ზანელი“ დაარსდა 2016 წელს და შედგება 9 წევრისაგან. ENPARD-ის პროექტის მხარდაჭერით კოოპერატივმა მიიღო მარწყვის ნერგები და მათი წარმოების საჭირო სათბური. 2019 წელს ზანელმა „კოოპერატივების ფონდის“ მხარდაჭერით  და კოოპერატივი „ნერგები“-ს ექსპერტული რჩევებით ბიზნესის დივერსიფიკაცია მოახდინა და მრავალწლიანი ნერგების წარმოება დაიწყო.

08-07-2019

წყარო: care-caucasus

30-05-2019

ანაკლიის კონსორციუმი: თუ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება

02-05-2019

2019 წელის პირველ კვარტალში 17 მილიონ ლარამდე ვიდეოჯარიმა გამოიწერა – როგორ ავსებს ხელისუფლება ბიუჯეტს?

21-03-2019

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2009 წლიდან ამოქმედებული რეგულაციებით, 23 000-ზე მეტი ვეტერანი მოკლებული იყო ყოველთვიურ დახმარებას.

10-04-2019

ნავთობის ფასმა ხუთი თვის მაქსიმუმი განაახლა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ