|
| 1680 |
|---|
„თხილის გადარჩენის პროგრამის“ მიმდინარეობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
| ✔ „თხილის გადარჩენის პროგრამის“ მიმდინარეობის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. დარგის სპეციალისტებმა თხილის ნარგავებში ჩატარებული აგროსამუშაოების შედეგები და სამომავლო ღონისძიებები განიხილეს. აღინიშნა, რომ ძირითადი შედეგი მიღწეულია - ფერმერები აქტიურად ასრულებენ თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოებს და ამ ეტაპზე აუცილებელია ჩატარდეს ბოლო ორი მთავარი შეწამვლაც. ⚠ ამ დროისთვის ასოციაციამ „თხილის გადარჩენის პროგრამაში“ გააწევრიანა 15 000-მდე ფერმერი, რომლებიც აქტიურად ატარებენ შეწამვლით სამუშაოებს და რეკომენდაციებს იღებენ ასოციაციის აგრონომ-კონსულტანტებისგან. ⚠ მოსავლის აღებამდე ცოტა დრო რჩება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბრძოლის გაგრძელება როგორც აზიური ფაროსანას, ძირითადად კი სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ წელს მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მას მოსავლის დაზიანება ნებისმიერ დროს შეუძლია. ⚠ შეწამვლისას აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვა. თხილი უნდა შეიწამლოს დილით ადრე, ნამის შეშრობის შემდეგ ან გვიან საღამოს. ⚠ „თხილის გადარჩენის პროგრამა“ ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), Ferrero-სა და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” მხარდაჭერით. ⚠ პროგრამის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რითაც მეთხილე ფერმერები აგროსამუშაოებს ატარებენ. ☎ ცხელი ხაზი: 1501 |

17-07-2019
წყარო: სურსათის ეროვნული სააგენტო
|
01-05-2019 დამამიდან თბილისის მიმართულებით ავიამიმოსვლა იწყება |
|---|
|
13-09-2023 მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა |
|
11-07-2019 PIN-მა ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მხარი დაუჭირა ბანაკ „ზეთა“-ს |
|
25-04-2019 ქვეყნები, სადაც საქართველოდან მსხვილი საოჯახო ტექნიკა გადის |