ექსპორტის სტიმულირების პროგრამა
ნავიგატორი
5071


ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

უნიკალური ნომერი: 001356

კონკურსის შესახებ:

„აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამას იწყებს.

პროგრამა ექსპორტიორი კომპანიების ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს. კერძოდ, ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას, რომლებიც ხელს შეუწყობს საექსპორტო ბაზრების, პროდუქტებისა და სერვისების დივერსიფიკაციას, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორებისა და პროდუქტების იდენტიფიცირებას და საერთაშორისო გაყიდვების წახალისებას.

ექსპორტის სტიმულირების პროგრამა განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, აღნიშნულის იმპლემენტაცია იმერეთში, კახეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მოხდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა გამოაგზავნონ ქვეყნის ექსპორტიორთა პლატფორმაზე - www.tradewithgeorgia.com

დამატებითი ინფომრაციისთვის გადადგით ბმულზე


წყარო: აწარმოე საქართველოში

დამატებულია: 10-02-2023

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2050 მიმდინარე

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 8868 დღე;






11-05-2023

საგრანტო კონკურსი

07-03-2023

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

17-02-2023

ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა

09-01-2024

1 წუთიანი ფილმების კონკურსი

09-01-2024

1 წუთიანი ფილმების კონკურსი

11-05-2023

საგრანტო კონკურსი

07-03-2023

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

17-02-2023

ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ