სიახლეები
ნავიგატორი

გერმანული ინვესტიციისა და განვითარების საზო– გადოება (DEG, www.deginvest.de) 50 წელზე მეტია აფინანსებს ექსპორტსა და ინვესტიციებს გერმანიიდან საქართველოსა და სხვა განვითარებად ქვეყნებში. იმ შემთხვევაში თუ საქმე ეხება გერმანულ პროდუქტს.

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება




2012 წლიდან გერმანული AKA ბანკი (საექსპორტო კრედიტების საზოგადოება Ausfuhrkredit-Gesellschaft m.b.H., Aka Bank, www.akabank.de) აფინანსებს ექსპორტს ერთი მილიონი ევროდან ზევით გერმანიიდან საქართველოში. ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით 2012 წლის გაზაფხულზე გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს ბანკთან.

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება




გერმანული კომპანია DFT Deutsche Finetrading AG გთავაზობთ არასაბანკო დაფინანსების ახალ მოდელს, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ბანკებისგან დამოუკიდებელი დაფინანსება განსხვავებული პირობებით როგორიცაა მუდმივი საკრედიტო ხაზი, ნაწილობრივი დაფინანსება, ერთჯერადი კრედიტი და სხვა.

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება




EBRD გთავაზობთ სავაჭრო პასპორტს. თვითშეფასების ეს ონლაინ ინსტრუმენტი კომპანიას საშუალებას აძლევს თავად შეაფასოს საერთაშორისო ვაჭრობაში მისი ჩართულობის მზადყოფნის დონე და გააუმჯობესოს საწარმოს ძლიერი და სუსტი მხარეების დიაგნოსტიკისა და განვითარების სტრატეგიული დაგეგმარების პროცესები. 

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება




პურპროდუქტების ფასებთან დაკავშირებით შეფასების გასაკეთებლად საჭიროა დაველოდოთ აპრილის ბოლოს. ეს არის ის დრო, როდესაც ახალი ანალიტიკა გამოქვეყნდება - საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა.

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: intermedia.ge




მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ამერიკელი მოგზაურები მეორე ადგილზე არიან მოგზაურობაზე გაწეული დანახარჯების კუთხით. ისინი საშუალოდ წელიწადში 135 მილიარდს ხარჯავენ საერთაშორისო მოგზაურობაზე, ხოლო საქართველოში მათი დანახარჯი 47 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი ხარჯების 0,03%-ია (2018) ( ერთი ამერიკელი ვიზიტორის დანახარჯი საქართველოში -3047 ლარი/1130 დოლარი, საშულო ღამისთევა-8 ღამე ) . 
 

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: საქართველოს მთავრობა




განათლების სფეროს დაფინანსება ეტაპობრივად გაიზრდება და 2022 წლის ბიუჯეტში ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს მიაღწევს, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ინიციატივით, მომზადდა ცვლილებების პროექტი ბიუჯეტის შესახებ კანონში, რომლის შესაბამისად, სავალდებულოა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მომზადდეს და დამტკიცდეს იმგვარად, რომ განათლების სისტემის დაფინანსება

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: mof.ge




2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში 19,4 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ღვინის ეროვნული სააგეტოდან“ აცნობეს.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 47 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია.

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: interpressnews.ge




2019 წლის მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ საქართველოში 328,486 შეადგინა, რაც 13,536-ით მეტია 2018 წლის მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +4.3%).

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
2019 წლის მარტში საქართველოში 619,325 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +6.4%-ია.

დამატებულია: 05-04-2019
წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია




2019 წლის 3 აპრილს, ევროკავშირის მისიამ ბრიუსელიდან, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის, საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორის, ჯონ კლარკის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოფლის განვითარების პროექტი მოინახულა. ევროკავშირის დელეგაცია თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფისა (LAG) და პროექტის განმახორციელებელი პარტნიორის, ასცოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) წევრებს შეხვდა. ა

დამატებულია: 04-04-2019
წყარო: European Union in Georgia




ბიზნესის გაფართოებას აპირებთ და ამისთვის კარგად გაწერილი ბიზნეს გეგმა გჭირდებათ?! მაშინ ეს ღონისძიება სწორედ თქვენთვის არის!

BPN Georgia-ს ქართველი და შვეიცარიელი ექსპერტები 15-16 აპრილს გიწვევთ ორ დღიან ვორქშოპზე.

ვორქშოპის თემებია: ბიზნეს გეგმის შედგენა და მარტივი ბუღალტერია.

დამატებულია: 04-04-2019
წყარო: BPN Georgia




გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), მის წევრ კომპანია - C-team management consulting-თან ერთად გიწვევთ ერთდღიან პრაქტიკულ ტრენინგზე:

მომსახურების ხარისხის მართვის სტრატეგიული მიდგომები

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას შემდეგი მიმართულებით

დამატებულია: 04-04-2019
წყარო: Deutsche Wirtschaftsvereinigung - DWV - გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება and Cteam




„ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს იაპონურ ბაზარზე”, – ამის შესახებ ტოკიოში იაპონიის წამყვანი სადაზღვევო კომპანიის – „ტოკიო მარინ ჰოლდინგსის” სათაო ოფისში გამართულ ქართული ღვინის პრეზენტაციაზე აღინიშნა.

ღონისძიება გამოფენის – „საქართველო – ღვინის სამშობლო” ფარგლებში გაიმართა და მას  „ტოკიო მარინ ჰოლდინგსის” პარტნიორი კომპანიების დირექტორები, იაპონიის ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების

დამატებულია: 04-04-2019
წყარო: kvira.ge




დღეიდან, ყოველ ხუთშაბათს, „ნიკორა სუპერმარკეტი” „ლიბერთი ბანკის“ სოციალური ბარათის მფლობელებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს. როგორც ბანკში აცხადებენ, აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება.

„ნიკორა სუპერმარკეტისა” და „ლიბერთის” ერთობლივი პროექტი სექტემბრის თვიდან დაიწყო ჩვენს ქსელში. ამ პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ასობით დასახელების, ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე სპეციალური

დამატებულია: 04-04-2019
წყარო: kvira.ge




საკარმიდამო ნაკვეთებში ჩატარებული მონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგების გათვალისწინებით, დასავლეთ საქართველოს იმ სოფლებში, სადაც აზიური ფაროსანას მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სადგურების ანუ ხაფანგების განთავსების ვადებსა და ადგილმდებარეობაზე აზიური ფაროსანას საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის მონიტორი

დამატებულია: 04-04-2019
წყარო: imedinews.ge




ტერაბანკმა სპეციალურად ემიგრანტებისთვის იპოთეკური სესხის ახალი პროდუქტი შექმნა. სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე გაიცემა და მის მისაღებად მსურველებს დამატებითი უზრუნველყოფა არ სჭირდებათ.

მომხმარებლები, რომლებიც ახალი პროდუქტით სარგებლობას მოისურვებენ, უძრავი ქონების შეძენას როგორც დეველოპერული კომპანიებისგან, ისე ფიზიკური პირებისგან შეძლებენ.

დამატებულია: 04-04-2019
წყარო: on.ge




შედარებით მიმზიდველი ბიზნეს კლიმატის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა კვლავაც ნაკლებად დივერსიფიცირებულია - ამის შესახებ აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის აზიის განვითარების მიმოხილვაში, რომელიც ADB-ის მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციაა.

დამატებულია: 04-04-2019
წყარო: bpn.ge




თიბისი ბანკის კორპორატიული ბიზნესის განვითარების მმართველ დირექტორად გიორგი არველაძე დაინიშნა, რომელიც პარალელურად, თიბისი კაპიტალში საბროკერო საქმიანობას და კვლევებს უხელმძღვანელებს.

გიორგი არველაძეს ფინანსურ სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. თიბისი ბანკის გუნდში შემოერთებამდე, 2018-2019 წლებში ის საკონსულტაციო კომპანია "რეფორმატიკსში" საბანკო საქმესა და ფინანსური ბაზრების მიმართულებას ხელმძღვანელობდა, სადაც ფარავდა უზბეკეთის საბანკო სისტემას.

დამატებულია: 04-04-2019
წყარო: newposts.ge




საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით საქართველოში ყველაზე მეტს მშენებლობაზე დასაქმებულები მუშაობენ. ძირითად სამუშაოზე კვირაში ნამუშევარი ჩვეულებრივი საათების რაოდენობა სამშენებლო სექტორში 50,5 საათს შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ძირითად სამუშაოზე კვირაში ნამუშევარი ჩვეულებრივი საათების საშუალო რაოდენობა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით ასე გამოიყურება:

დამატებულია: 04-04-2019
წყარო: imedinews.ge




საქართველოს ბანკი BOG Fintech-ის განვითარებას განაგრძობს და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად საუნივერსიტეტო პროგრამას ახორციელებს. პროგრამის მიზანია სტუდენტებში ფინტექ სფეროს შესახებ ცნობადობის ამაღლება და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა. პარტნიორობის ფარგლებში, BOG Fintech ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტურ სტარტაპებს, მათ ვინც ფინტექის მიმართულებით ახალ პროექტებზე იმუშავებენ, გაუწევს მენტორობას.

დამატებულია: 04-04-2019
წყარო: on.ge




პრემიერ-მინისტრი დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა განათლება და დაგეგმილი რეფორმები იყო.

მამუკა ბახტაძემ ხვალინდელი მთავრობის სხდომის მთავარი თემა დააანონსა და თქვა, რომ სამომავლოდ საერთო ბიუჯეტის მეოთხედი ყოველწლიურად განათლების სფეროს მოხმარდება და ეს სიახლე კანონში ჩაიწერება.

დამატებულია: 04-04-2019
წყარო: news.ge




2019 წლის მარტში საქართველოში თხილის საბითუმო ფასი 7,42 დოლარი იყო.

გამოცემა  East fruit-ის ცნობით, თხილის საბითუმო ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან თებერვალში თხილი რეგიონში საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომი იყო და 1 კილოგრამის ფასი 2,50 დოლარს შეადგენდა.

დამატებულია: 04-04-2019
წყარო: imedinews.ge




სოფელი წინანდალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემდეგ მეორეა, სადაც მთავრობის დადგენილებით სამორინეს მოწყობაზე სანებართვო მოსაკრებელი გაუქმდა. სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი რამდენიმე გამონაკლისის გარდა საქართველოს ტერიტორიაზე 5 მილიონ ლარს შეადგენს.

დამატებულია: 04-04-2019
წყარო: imedinews.ge




Black Sea Arena-ს ახალი დირექტორი ჰყავს. ამ პოსტზე ტატო ხარჩილავა დაინიშნა. დირექტორის თანამდებობას აქამდე ანა კავლელიშვილი იკავებდა.

შეკვეთილში Black Sea Arena ბიძინა ივანიშვილმა ააშენა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. Black Sea Arena-ზე როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო დონის ვარსკვლავების კონცერტები იმართება.

დამატებულია: 04-04-2019
წყარო: imedinews.ge







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ