ყოველ ხუთშაბათს, “ნიკორა სუპერმარკეტი” „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელებს უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს
ნავიგატორი
2027

ყოველ ხუთშაბათს, “ნიკორა სუპერმარკეტი” „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელებს უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს

დღეიდან, ყოველ ხუთშაბათს, „ნიკორა სუპერმარკეტი” „ლიბერთი ბანკის“ სოციალური ბარათის მფლობელებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს. როგორც ბანკში აცხადებენ, აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება.

„ნიკორა სუპერმარკეტისა” და „ლიბერთის” ერთობლივი პროექტი სექტემბრის თვიდან დაიწყო ჩვენს ქსელში. ამ პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ასობით დასახელების, ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე სპეციალური ფასები შემუშავდა, რაც ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით ბევრად დაბალია. პროექტის მიმართ ინტერესი და კმაყოფილება სოციალური ბარათის მფლობელებისგან იმდენად მაღალია, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მათთვის ყველაზე სასურველ 4 დასახელების პროდუქტზე, ყოველ ხუთშაბათს, შევთავაზოთ უპრეცედენტოდ დაბალი ფასი. ვურჩევთ ყველას, ვინც სოციალური ბარათით სარგებლობს, არ გამოტოვოს ეს დღე და ყოველ ხუთშაბათს ისარგებლოს საუკეთესო შეთავაზებით”, – განაცხადა ,,ნიკორა სუპერმარკეტის”  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ანა კოშაძემ.

მისივე თქმით, მომხმარებელზე ზრუნვა „ლიბერთის“ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის პრიორიტეტს წარმოადგენს.

ცნობისთვის, 2018 წლის სექტემბრიდან, „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელები,  მათ შორის – პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები, “ნიკორა სუპერმარკეტის” ნებისმიერ ობიექტზე, ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდუქტზე, საუკეთესო ფასით ყოველდღიურად სარგებლობენ.

04-04-2019

წყარო: kvira.ge

21-02-2019

„ქართული ლუდის კომპანია“ ბულგარეთის ბაზარზე შესასვლელად ემზადება - კომპანიის მენეჯმენტისა და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში გადადის

16-03-2023

აკადემიური პროგრამები იტალიაში 2023-2024

29-03-2019

წინასწარი მონაცემებით, თებერვალში ეკონომიკა 4.6%–ით გაიზარდა

18-03-2019

ოთარ დანელია: სოფლების დაცლა და ურბანიზაცია გლობალური პრობლემაა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ