|
639 |
---|
უმასპინძლე მდგრადი ენერგეტიკის დღეს საქართველოში — ძირითადი აქცენტი უნარებზეა
მდგრადი ენერგეტიკის დღეები მსოფლიოს მასშტაბით ტარდება, რათა ხელი შეეწყოს სუფთა ენერგეტიკასა თუ ენერგოეფექტიანობას და წაახალისოს შესაბამისი ქცევით ცვლილებები თუ ინოვაციები. ეს ინიციატივა ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის (EUSEW) ძირითადი კომპონენტია. ევროპაში განახლებადი და ეფექტიანი ენერგიის გამოყენებას მიძღვნილი უდიდესი ყოველწლიური ღონისძიება, EUSEW, წელს 20-22 ივნისს ჩატარდება. მდგრადი ენერგეტიკის დღეები 2023 წლის 30 ივნისამდე გაიმართება. მათ ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ფორმატისა თუ ხანგრძლივობის სესიებზე განსხვავებულ საკითხებს გამოიკვლევენ. მაგალითად, ღონისძიება შეიძლება კონცენტრირდეს ცნობიერების ამაღლებაზე, სპეციფიკურ აქტივობაზე ან კონკრეტულ ტექნოლოგიასა თუ სამოქმედო კურსზე. ის შეიძლება ეხებოდეს ადგილობრივ თემს ან თუნდაც მთელ რეგიონს. მდგრადი ენერგეტიკის დღეები შესაძლოა ჩატარდეს სახელმწიფო ან კერძო შენობებში, ღია ცის ქვეშ ან ონლაინ. წარსულში ღონისძიებები ჩატარებულა ისეთ განსხვავებულ ადგილებში, როგორებიცაა სკოლები, პარკები, ქალაქის მუნიციპალიტეტები, ქარხნები თუ საკონფერენციო ცენტრები. უნარების ევროპული წლის კონტექსტში განსაკუთრებით წახალისებულია ღონისძიებები, რომლებიც ევროპის მოქალაქეების მიერ ისეთი უნარების შეძენაზე კონცენტრირდება, როგორებიც მათ სუფთა ენერგეტიკაზე გადასვლას გაუმარტივებს. მდგრადი ენერგეტიკის დღის ორგანიზება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი აუდიტორიისთვის — იმ პირობით, რომ დაგეგმილი აქტივობა მკაფიოდ წარმოაჩენს სუფთა ენერგეტიკისა და ენერგოეფექტიანობის მნიშვნელობას. ღონისძიება უნდა ჩატარდეს ადგილობრივად და უნდა იყოს არაკომერციული. მასზე დასწრება უნდა იყოს უფასო და მან, სულ მცირე, 10 მონაწილე უნდა მიიზიდოს. მდგრადი ენერგეტიკის დღეების მასპინძლობისთვის განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 15 ივნისია. დამატებითი ინფორმაცია ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული (EUSEW) დახურვის თარიღი:ივნისი 15, 2023
წყარო: https://euneighbourseast.eu/ |
24-05-2023
წყარო: EU neighbours east
09-02-2023 ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისათვის |
---|
29-03-2019 ევროკავშირში 2021 წლიდან ყველა სახის ერთჯერადი პლასტმასის ნივთის გამოყენება აიკრძალება |
31-03-2019 გიორგი ქობულია: ინვესტორებთან თანამშრომლობის უფრო ეფექტურ და გამარტივებულ სქემას ვქმნით |
15-02-2019 ინფექციური საავადმყოფოს პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა |