რუსთაველის ფონდისა და ჰელმჰოლცის ცენტრების ერთობლივი საგრანტო კონკურსი 2026 — კვლევა გერმანიაში
წყარო: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი / ჰელმჰოლცის ცენტრები
- განაცხადის ბოლო ვადა
- 16.11.2026
- დარჩა 17 დღე
- საიტზე დამატებულია
- 29.10.2026
- ნახვები
- 32
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ჰელმჰოლცის ცენტრებთან — იულიხის კვლევით ცენტრთან (FZJ), დრეზდენ-როზენდორფის ცენტრთან (HZDR) და მძიმე იონების კვლევის ცენტრთან (GSI) — ერთად აცხადებს ერთობლივ კონკურსს ინდივიდუალური კვლევითი პროექტებისთვის.
ვის შეუძლია: საქართველოს უნივერსიტეტების მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს (მათ შორის თსუ, სტუ, ილიაუნი, აგრარული, თავისუფალი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტები; სხვა უნივერსიტეტებიდან — ცენტრთან წინასწარი შეთანხმებით). თითო მონაწილეს ერთი პროექტის წარდგენა შეუძლია.
- მაგისტრანტები: თვეში €934 (ლარში), სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობით
- დოქტორანტები: თვეში €1 468 (ლარში), 3 წლამდე; ხარჯს ფონდი და ჰელმჰოლცის ცენტრი 50/50 ფარავენ
მიმართულებები: მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო, სიცოცხლისა და სამედიცინო მეცნიერებები.
- GMUS-ში (gmus.rustaveli.org.ge) რეგისტრაცია — 16 ნოემბერი 2026, 16:00-მდე
- განაცხადის ფონდის კანცელარიაში წარდგენა — 18 ნოემბერი 2026, 18:00-მდე
სრული პირობებისთვის იხილეთ ოფიციალური გვერდი.
ინფორმაციის წყარო: rustaveli.org.ge