ახალგაზრდა კონტენტ-შემქმნელები: სოციალური მედიის კამპანია ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავებაზე (EU/UNDP)
წყარო: UNDP საქართველო / ევროკავშირი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 01.11.2026
- დარჩა 14 დღე
- საიტზე დამატებულია
- 18.10.2026
- ნახვები
- 8
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენების შემცირება და გადამუშავება მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში UNDP ეძებს ახალგაზრდა კონტენტ-შემქმნელებს მთელი საქართველოდან, რომლებიც სოციალურ ქსელებში (TikTok, YouTube, Instagram და სხვ.) შექმნიან და განახორციელებენ კამპანიას.
ვის შეუძლია: საქართველოში მცხოვრებ 18–29 წლის ახალგაზრდებს. პროფესიონალი ინფლუენსერობა ან დიდი აუდიტორია სავალდებულო არ არის.
თემები: ნარჩენების შემცირება და პრევენცია, ნახმარი ბატარეებისა და ელექტრონული ნარჩენების გადამუშავება, შეფუთვა და დახარისხება, ხელახალი გამოყენება და შეკეთება.
რას მიიღებენ შერჩეულები (12-მდე):
- ონლაინ ტრენინგი, მენტორობა და კონსულტაციები
- 3 000 ლარი კამპანიის განსახორციელებლად
- კამპანია ტარდება 2027 წლის იანვარ–მარტში
ბოლო ვადა: 2026 წლის 1 ნოემბერი. განაცხადის ფორმა და წარდგენის წესი იხილეთ UNDP-ის ოფიციალურ გვერდზე.
ინფორმაციის წყარო: undp.org