უნიკალური კოდი: #001900 ახალი

გერმანიის საელჩო თბილისში — მცირე პროექტების დაფინანსება 2027 წლისთვის

წყარო: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

განაცხადის ბოლო ვადა
31.12.2026
დარჩა 35 დღე
საიტზე დამატებულია
26.11.2026
ნახვები
164

გერმანიის საელჩო თბილისში ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში ყოველწლიურად აფინანსებს რამდენიმე მცირე, ერთჯერად პროექტს, რომელიც მოსახლეობის გადაუდებელ საჭიროებას პასუხობს და ადამიანთა უფრო ფართო ჯგუფს სარგებელს მოუტანს. ახლა მიიღება განაცხადები 2027 წლის პროექტებზე.

  • ვის შეუძლია: საქართველოს არაკომერციულ ორგანიზაციას (არასამთავრობო ან სახელმწიფო)
  • სფეროები: ინფრასტრუქტურა (ტრანსპორტი, წყალი, ენერგია), შემოსავლისა და სურსათის უსაფრთხოება (სოფლის მეურნეობა), გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და სანიტარია, სკოლა და პროფესიული განათლება
  • თანხა: საშუალოდ დაახლ. €10 000, მაქსიმუმ €25 000; წელიწადში დაახლ. 6 პროექტი ფინანსდება
  • პირობები: აუცილებელია თანამონაწილეობა (შეიძლება არაფულადიც, მაგ. შრომა); შედეგი მინიმუმ 3 წელი უნდა გაგრძელდეს; პროექტის მენეჯერის ანაზღაურება და ყოველთვიური ხარჯები (კომუნალური და სხვ.) არ ფინანსდება
  • ხანგრძლივობა: ერთჯერადი ღონისძიება, რომელიც უნდა დასრულდეს და ანგარიში ჩაბარდეს 2027 წლის ბოლომდე
  • განაცხადი: ინგლისურენოვანი ფორმა და ლარში დათვლილი ბიუჯეტი ელფოსტით ez-100@tifl.auswaertiges-amt.de, თემაში „small grant“ (zip/rar ფაილების გარეშე)
  • ვადა: 2026 წლის 31 დეკემბერი

დეტალური კრიტერიუმები: Merkblatt (გერმანულად); განაცხადის ფორმა: Application form (ინგლისურად).

ინფორმაციის წყარო: tiflis.diplo.de