|
4960 |
---|
ჰორიზონტი ევროპას დაფინანსების შესაძლებლობები |
უნიკალური ნომერი: 001758
ჰორიზონტი ევროპა კვლევისა და ინოვაციების დარგში ევროკავშირის ძირითადი დაფინანსების პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი 95,5 მილიარდი ევროა. აღნიშნული თანხა, შვიდი წლის განმავლობაში (2021-2027) გრანტების სახით გაიცემა. პროგრამა მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკის შექმნასა და განხორცილებას კვლევებისა და ინოვაციების სფეროში, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნისა და გავრცელების გზით .
„ჰორიზონტი ევროპას“ სხვადასხვა საგრანტო სქემების ფარგლებში დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ როგორც კვლევით დაწესებულებებს (მათ შორის უსდ-ებს), აგრეთვე მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომელთაც აქვთ ინოვაციური იდეა და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში სურთ მათი დანერგვა/განვითარება.
პროგრამის შესახებ დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პროგრამის ოფიციალურ გვერდზე: https://research-and-innovation.ec.europa.eu/funding/funding-opportunities/funding-programmes-and-open-calls/horizon-europe_en
პროგრამისა და მასში მონაწილეობის შესახებ ყველაზე ამომწურავ და ზუსტ ინფორმაციას მოგცემთ მისი “სამუშაო პროგრამები”. დოკუმენტების სანახავად დაფინანსებისა და ტენდერების პორტალის ვებგვერდის ზედა ველზე უნდა დააჭიროთ “How to Participate” და შემდგომ “Reference Documents”. დაფინანსებისა და ტენდერების პორტალის მარცხენა ზოლში - სანავიგაციო პანელზე, პროგრამირების პერიოდის გრაფაში მიუთითეთ: 2021-2027. პროგრამის არჩევის ფილტრის გრაფაში ჩასვით: Horizon Europe (HORIZON). იხილეთ სამუშაო პროგრამების სრულია სია შემდეგ ბმულზე.
პროგრამაში ქართველი მეცნიერებისა და ინოვატორების მონაწილეობის ხელშეწყობისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბაზაზე დაარსებულია “ჰორიზონტი ევროპა” საქართველოს ეროვნული ოფისი, რომლის მთავარი მისიაა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ჩართულობის გაძლიერება და ევროპულ კონსორციუმებში ქართველ აპლიკანტთა მონაწილობის გაზრდა.
ოფისი და მისი ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელი, რომელიც ფარავს პროგრამის ყველა მიმართულებას, ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობენ შემდეგ მომსახურებას:
აღნიშნული სერვისების მიღება დაინტერესებულ მხარეთათვის არის უფასო.
პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ იხელმძღვანელოთ მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტებით ევროკომისისა და ეროვნული ოფისის ვებსაიტიდან და მხოლოდ ოფიციალური კომუნიკაციის საფუძველზე.
ეროვნული ოფისის სერვისის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ჰორიზონტი ევროპას ეროვნული ოფისი არის ერთადერთი წარმომადგენლობა საქართველოში. ეროვნული ოფისი ოპერირებს მოთხოვნის საფუძველზე, ოფისის წარმომადგენელი ან ეროვნული საკონტაქტო პირი თავად არ დაგიკავშირდებათ მხარდაჭერის შეთავაზებისათვის. ინფორმაციის გაზიარება ხდება მხოლოდ ევროკომისიისა და ოფისის ვებსაიტებსა და სოც.მედიაში ოფიციალურ გვერდზე.
წყარო: ჰორიზონტი ევროპა
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: აგრო, სასამელი და საკვები პროდუქტები; სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; განათლება, მეცნიერება, ტრეინინგი; გარემოს დაცვა; სპორტი, კულტურა და ხელოვნება; სხვა;
დამატებულია: 23-04-2024
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2027
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 1122 დღე;
21-07-2024 სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა |
11-05-2023 საგრანტო კონკურსი |
14-07-2022 „ბიოწარმოების" ხელშეწყობის პროგრამა |
04-04-2024 ინდივიდუალური ექსპო გრანტი |
---|
04-04-2024 ინდივიდუალური ექსპო გრანტი |
---|
21-07-2024 სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა |
11-05-2023 საგრანტო კონკურსი |
14-07-2022 „ბიოწარმოების" ხელშეწყობის პროგრამა |