უნიკალური კოდი: #001521

ტექნიკური დახმარების პროგრამა

წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
მიმდინარე
საიტზე დამატებულია
11.08.2023
ნახვები
26 970

კონკურსის შესახებ:

პროგრამის შესახებ

თუ ხართ ჩართული სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში და გსურთ თქვენ მიერ წარმოებული პროდუქციის/მომსახურების კონკურენტუნარიანობის გაზრდა როგორც შიდა, ისე უცხოურ ბაზრებზე, სახელმწიფო გთავაზობთ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით:

  • საკონსულტაციო მომსახურება და ტრენინგები;
  • პროდუქციის ბრენდირება და შეფუთვა;
  • სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვა;
  • ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნეს ოპერატორის აღიარების მინიჭება;

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების* შემთხევავაში დამატებით გთავაზობთ კოოპერატივების მართვის სრულ საკონსულტაციო მომსახურეობას.

*შენიშვნა: მონაწილეობის მისაღებად არ არის აუცილებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული სააგენტოს რომელიმე პროგრამაში.

დაფინანსდება შემდეგი მიმართულებები:

  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია;
  • პროდუქციის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობა.

საქართველოს მთავრობის დადგენილება

  • სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვის შემთხვევაში თანადაფინანსება განისაზღვრება მაქსიმუმ 50% და არაუმეტეს 15,000 ლარით. დონორი ორგანიზაციის თანამონაწილეობის შემთხვევაში არაუმეტეს 30% და არაუმეტეს 10,000 ლარით.
  • მომსახურებისთვის რომელიც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნეს ოპერატორის აღიარების მინიჭებასთან, თანადაფინანსება განისაზღვრება მაქსიმუმ 50%-ით და არაუმეტეს 5,000 ლარით, დონორი ორგანიზაციის თანამონაწილეობის შემთხვევაში არაუმეტეს 30%, მაგრამ არაუმეტეს 3,000 ლარისა.
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვის დასერტიფიცირების, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 80%-ით, არაუმეტეს 20,000 ლარისა, ხოლო თუ ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არა უმეტეს 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს 10,000 ლარისა;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში მომსახურებისთვის რომელიც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნესოპერატორის აღიარების მინიჭებასთან, თანადაფინანსება განისაზღვრება მაქსიმუმ 80%-ით და არაუმეტეს 8,000 ლარით, დონორი ორგანიზაციის თანამონაწილეობის შემთხვევაში მაქსიმუმ 40%-ით და არაუმეტეს 4,000 ლარით.
  • ბრენდირების და შეფუთვის დიზაინის შექმნასთან დაკავშირებით, თანადაფინანსება განისაზღვრება მაქსიმუმ 50%-ით და არაუმეტეს 15,000 ლარით. დონორი ორგანიზაციის თანამონაწილეობის შემთხვევაში მაქსიმუმ 30% და არაუმეტეს 10,000 ლარით.
  • ბრენდირების შექმნასთან დაკავშირებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში თანადაფინანსება განისაზღვრება მაქსიმუმ 80%-ით და არაუმეტეს 20,000 ლარით. დონორი ორგანიზაციის თანამონაწილეობის შემთხვევაში მაქსიმუმ 40%-ით და არაუმეტეს 10,000 ლარით;
  • აღჭურვილობის შეძენა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში მაქსიმუმ 70%-ით და არაუმეტეს 10,000 ლარით;
  • მართვის საკონსულტაციო მომსახურება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში მაქსიმუმ 80%-ით და არაუმეტეს 15,000 ლარით.
  • სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში თანადაფინანსება განისაზღვრება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულების მაქსიმუმ 70%-ით და არაუმეტეს 750 ლარით.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, პოტენციური ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს

  • ფლობდეს სააგენტოსთან გაფორმებულ თანადაფინასების ხელშეკრულებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა);
  • რეგისტრირებული იყოს “ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის” რეესტრში

წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო