POLICY ENLARGE — მცირე გრანტები კვლევისა და ინოვაციების რეგიონული თანამშრომლობისა და მობილობისთვის (2026–2028)
წყარო: ევროკავშირი (Horizon Europe) / POLICY ENLARGE
- განაცხადის ბოლო ვადა
- 12.11.2026
- დარჩა 24 დღე
- საიტზე დამატებულია
- 19.10.2026
- ნახვები
- 15
POLICY ENLARGE ევროკავშირის Horizon Europe-ის პროექტია, რომელიც ევროკავშირის გაფართოების ქვეყნებში კვლევისა და ინოვაციების თანამშრომლობას ავითარებს. ღია კონკურსის საერთო ბიუჯეტი 300 000 ევროა.
ქვეყნები: საქართველო, თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, მონტენეგრო.
ინსტრუმენტები:
- ერთობლივი რეგიონული ინოვაციური ქმედებები — 8 000 ევრომდე (დაახლ. 15 პროექტი): კვლევის პროექტების მომზადება, ევროკავშირის დაფინანსებაზე წვდომა, ტექნოლოგიების გადაცემა, პოლიტიკის რეფორმა, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაცია
- კვლევის შედეგების ერთობლივი დანერგვა — 8 000 ევრომდე (დაახლ. 10 პროექტი)
- ადამიანებს შორის თანამშრომლობა (მობილობა) — 5 000 ევრომდე (დაახლ. 20 გრანტი): მკვლევრის, ხელოვანის ან მეწარმის მოკლევადიანი ვიზიტი სხვა გაფართოების ქვეყანაში (15–30 დღე) ან ევროკავშირის ქვეყანაში (15 დღემდე)
ვის შეუძლია: პირველ ორ ინსტრუმენტზე — კომპანიებს, კვლევით ორგანიზაციებს, უნივერსიტეტების ჯგუფებს, არაკომერციულ და სხვა ინოვაციურ ორგანიზაციებს, მინიმუმ ორი სხვადასხვა გაფართოების ქვეყნის პარტნიორით. მობილობაზე — ამ ქვეყნების მოქალაქე ან მუდმივად მცხოვრებ მკვლევრებს, ხელოვანებსა და მეწარმეებს, რომლებიც იურიდიულ პირთან არიან დაკავშირებული.
პირობები: ფინანსდება ბიუჯეტის 80%, 20% — თანადაფინანსება; პროექტი 6 თვემდე; განაცხადი ინგლისურად, FundingBox-ის OnePass პლატფორმაზე. ერთი მონაწილე მხოლოდ ერთ ინსტრუმენტს მიიღებს.
ვადები (17:00, ბრიუსელის დრო): 2026 წლის 12 ნოემბერი, შემდეგ 2027 წლის 5 მაისი, 2027 წლის 3 ნოემბერი და 2028 წლის 3 მაისი.
ინფორმაციის წყარო: ufukavrupa.org.tr