აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდია (EaP Civil Society Fellowship) 2027 — პირველი კონკურსი
წყარო: ევროკავშირი — აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფასილიტი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 11.12.2026
- დარჩა 37 დღე
- საიტზე დამატებულია
- 04.11.2026
- ნახვები
- 55
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდია ეხმარება აქტიურ მოქალაქეებს, განახორციელონ საკუთარი პროექტი თემის ჩართულობის ან სამოქალაქო ტექნოლოგიების მიმართულებით და გაიზარდონ, როგორც სამოქალაქო ლიდერები.
ვის შეუძლია განაცხადის შეტანა: 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირები (არა ორგანიზაციები) — საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ. საჭიროა ინგლისურის სამუშაო ცოდნა და მკაფიო პროექტის იდეა. ერთ კონკურსზე — ერთი განაცხადი.
მიმართულებები:
- Civic Digital — ღია მონაცემები, ბიუჯეტის გამჭვირვალობა, ახალი ან არსებული სამოქალაქო ტექნოლოგიური გადაწყვეტები
- Community Engagement — ადგილობრივი მტკიცებულებების შეგროვება, პოლიტიკის პროცესში მონაწილეობა, საჯარო მმართველობის მონიტორინგი, ორგანიზაციების თანამშრომლობა
პრიორიტეტებია: მდგრადი ეკონომიკა, ანგარიშვალდებულება და კანონის უზენაესობა, გარემო და კლიმატი, ინკლუზიური ციფრულიზაცია, მონაწილეობითი გადაწყვეტილებები და სოციალური სამართლიანობა. დამატებით ქულას იღებს პროექტი, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციების შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციას ეხება.
რას იღებს სტიპენდიანტი:
- საშუალოდ €5 000 პროექტის ხარჯებისთვის
- ქოუჩინგი პროექტის მართვაში, კომუნიკაციასა და ტექნიკურ საკითხებში
- საერთაშორისო ღონისძიებებსა და კურსებში მონაწილეობა, კურსდამთავრებულთა ქსელი
- ვებინარი: 10 ნოემბერი 2026
- I ეტაპი — საკონცეფციო ნოტი: 11 დეკემბერი 2026 (განიხილება მიღებისთანავე, ამიტომ ადრე შეტანა სჯობს)
- II ეტაპი — სრული განაცხადი მოწვეულთათვის: 2 თებერვალი 2027
- სტიპენდიის დაწყება: 2027 წლის მარტი
განაცხადი ონლაინ: eapcivilsociety.eu/fellowship2027
ინფორმაციის წყარო: eapcivilsociety.eu