რუსთაველის ფონდი — 2026 წლის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის
წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 13.11.2026
- დარჩა 11 დღე
- საიტზე დამატებულია
- 02.11.2026
- ნახვები
- 24
კონკურსის მიზანია სტუდენტების სამეცნიერო ინტერესისა და ინოვაციური იდეების მხარდაჭერა, კვლევითი უნარების განვითარება და მათი ჩართვა განათლებისა და მეცნიერების პოპულარიზაციაში.
ვის შეუძლია: განაცხადი ინსტიტუციურია — პროექტს სჭირდება წამყვანი ორგანიზაცია: საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რეგისტრირებული არასამეწარმეო იურიდიული პირი ან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ძირითადი პერსონალი (სულ მცირე სამი ადამიანი და პროექტის ხელმძღვანელი) უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში აკრედიტებული პროგრამის აქტიური ბაკალავრიატის სტუდენტი.
- დაფინანსება: პროექტზე მაქსიმუმ 15 000 ლარი
- GMUS-ში რეგისტრაცია: 30 ოქტომბერი — 13 ნოემბერი 2026, 18:00
- სააპლიკაციო შეტყობინება ფონდის კანცელარიაში — 17 ნოემბერი 2026, 18:00-მდე
- ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები — 3 და 10 ნოემბერი, 16:00
- გამარჯვებულების გამოვლენა და ხელშეკრულებები — დეკემბერი 2026
კითხვები: bsg@rustaveli.org.ge. პირობები და დანართები იხილეთ ფონდის გვერდზე.
ინფორმაციის წყარო: rustaveli.org.ge