25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - შიდა ქართლი (2026)
წყარო: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)
- განაცხადის ბოლო ვადა
- 02.11.2026
- დარჩა 15 დღე
- საიტზე დამატებულია
- 18.10.2026
- ნახვები
- 4
GITA აცხადებს კონკურსს „ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ შიდა ქართლისთვის. გრანტი — 25 000 ლარამდე.
ვის შეუძლია: ინოვაციურ მოწყობილობაზე ან პროგრამულ უზრუნველყოფაზე მომუშავე პირებს, რომლებიც შიდა ქართლში რეგისტრირებული ბიზნესია ან იქ რეგისტრაციას გეგმავენ. ფიზიკურ პირს შეუძლია განაცხადის შეტანა, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულებამდე უნდა დაარეგისტრიროს სამეწარმეო სუბიექტი. ხელშეკრულებიდან 3 წლის განმავლობაში მისამართის სხვა რეგიონში გადატანა არ შეიძლება.
შეფასების კრიტერიუმები:
- დამფუძნებლების კომპეტენციები
- ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება
- სამიზნე ბაზარი და კონკურენტული უპირატესობა
- რეგიონული განვითარებისა და მასშტაბირების პოტენციალი
საჭირო დოკუმენტები: პირადობის ასლი, განმცხადებლისა და გუნდის წევრების CV, არასრულწლოვნის შემთხვევაში მშობლის თანხმობა.
განაცხადის მიღება: 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის 23:59-მდე, grants.gov.ge-ზე. გრანტის გაცემის წესი და ხშირად დასმული კითხვები იხილეთ ოფიციალურ გვერდზე.
ინფორმაციის წყარო: grants.gov.ge