უნიკალური კოდი: #001823 ახალი

საქართველო–მოლდოვას ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი 2026

წყარო: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი / მოლდოვის NARD

განაცხადის ბოლო ვადა
02.11.2026
დარჩა 16 დღე
საიტზე დამატებულია
17.10.2026
ნახვები
2

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და მოლდოვის კვლევისა და განვითარების ეროვნული სააგენტო (NARD) აცხადებენ ერთობლივ კონკურსს საქართველოსა და მოლდოვას კვლევითი ჯგუფების ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების დასაფინანსებლად. განაცხადს წარადგენენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ჯგუფები.

როგორ წარედგინება: ჯერ პროექტის წინადადება ინგლისურად NARD-ის ელექტრონულ სისტემაში, შემდეგ სრული განაცხადი ფონდის სისტემაში (GMUS) ქართულად და ინგლისურად.

  • განაცხადების მიღება დაიწყო — 13 ოქტომბერი 2026
  • ონლაინ კონსულტაციები — 20 და 27 ოქტომბერი, 11:00 საათზე
  • კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა — 29 ოქტომბერი
  • GMUS-ში რეგისტრაციის ბოლო ვადა — 2 ნოემბერი 2026, 16:00
  • განაცხადის დეკლარაცია ფონდის კანცელარიაში — 4 ნოემბრამდე, 18:00

დაფინანსების ოდენობისა და სრული პირობებისთვის იხილეთ ოფიციალური გვერდი.

ინფორმაციის წყარო: rustaveli.org.ge