სტრესის მართვის კურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მონაწილეთა მიღებას იწყებს
ნავიგატორი
942


სტრესის მართვის კურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მონაწილეთა მიღებას იწყებს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის პროექტი, სათემო განვითარების პლატფორმასთან (CDP) პარტნიორობით, იწყებს ონლაინკურსს, „სტრესის მართვა სამოქალაქო საზოგადოებისთვის“. 

2023 წლის ივლის-ნოემბერში დაგეგმილი კურსი მოიცავს სამუშაო შეხვედრებს, ვიდეო კონსულტაციებს, ინდივიდუალურ წვრთნებსა და საშინაო დავალებებს. სწავლების ფორმატი მოიაზრებს „ტრენერების ტრენინგსაც“, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეებს შეეძლებათ, კურსი სტრესის მართვის თავიანთი პრაქტიკის წარსადგენად გამოიყენონ. 

კურსი შემუშავებულია სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისთვის, მენეჯერებისთვის, პროექტის კოორდინატორებისთვისა და ფრონტის ხაზის მოხალისეებისთვის, რომლებიც მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. კურსში ასევე შეუძლიათ მონაწილეობა სოციალური სტარტაპების ლიდერებს, სოციალურ მეწარმეებსა და ყველას, ვინც სამოქალაქო ჩართულობის გაზრდისთვის იღვწის. 

მონაწილეები ისწავლიან სტრესის მართვისა თუ ფსიქოლოგიური პირველადი დახმარების წესებსა და მეთოდებს. ისინი ასევე მიიღებენ ცოდნას სტრესის გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებსა და გამკლავების სტრატეგიებზე. 

კურსისთვის შეირჩევა 20 მონაწილე, რომლებიც ორ კვირაში ერთხელ ინგლისურ ენაზე გამართულ სამუშაო შეხვედრებს ზუმით დაესწრებიან.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 12 ივნისი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში — აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მუშაობს. მისი მიზანი ამ ქვეყნებში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტების გაძლიერებაა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის პროექტი

დახურვის თარიღი:

ივნისი 12, 2023

 


 

წყარო: https://euneighbourseast.eu/

24-05-2023

წყარო: ევროკავშირი

03-03-2019

ფინანსური წიგნიერების ტრენინგები მოზარდებისათვის

19-04-2019

სამ თვეში 21 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა

03-04-2023

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო

19-12-2022

GITA-ს მხარდაჭერით მეტავერსში Girls in Web3 კონფერენცია გაიმართება

19-12-2022

GITA-ს მხარდაჭერით მეტავერსში Girls in Web3 კონფერენცია გაიმართება

03-03-2019

ფინანსური წიგნიერების ტრენინგები მოზარდებისათვის

19-04-2019

სამ თვეში 21 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა

03-04-2023

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ