|
| 1081 |
|---|
ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია
| აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის“ ფარგლებში კონკურსს აცხადებს.
პროგრამას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო 2022 წლიდან ახორციელებს.
ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: ▪️აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს (სტუდენტი); ▪️სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა კვალიფიკაცია მიეკუთვნება ქართველოლოგიის მიმართულებას; ▪️სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების ქულა საშუალო არითმეტიკულით არის 81% და მეტი.
განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს 18:00 საათამდე.
????დაინტერესებულ პირებს განაცხადებისა და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ სამინისტროში მატერიალური ფორმით.
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?pid=3615&gid=6&ppid=12
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი |

08-08-2023
წყარო: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
|
03-03-2019 გლობალური ეკონომიკის გაუარესება ნავთობის ფასის ზრდას ზღუდავს |
|---|
|
04-05-2019 პაშა ბანკმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კრწანისის ტყე-პარკი დაასუფთავა |
|
21-03-2019 გიორგი ქობულია - ბელორუსის მხარე მზად არის, გააძლიეროს ქართული პროდუქციის იმპორტი |
|
09-02-2023 ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისათვის |