|
| 965 |
|---|
სასწავლო კურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში
| სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მათ, ვინც უკვე მუშაობს ცვლილებებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში და თანამოაზრეებთან ერთად, ცდილობს გაუმჯობესდეს ამ სფეროში მომუშავე ადამიანების სამუშაო პირობები და სფეროს მართვის სისტემა უკეთესობისკენ შეცვალოს. სასწავლო კურსის შესახებ: სასწავლო კურსი კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომებს გააცნობს. კურსი ერთმანეთთან დააკავშირებს თანამოაზრეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მონაწილეებს ექნებათ საშუალება, კურსის მსვლელობისას შეიმუშაონ ერთობლივი ან/და ინდივიდუალური გეგმები მომავალი საქმიანობისთვის. ოთხდღიანი კურსის მიმდინარეობისას მონაწილეები იმუშავებენ კამპანიებისა და სამოქმედო გეგმების მონახაზებზე და საჭიროების შემთხვევაში, კურსის შემდგომაც მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს დაგეგმილი ინიციატივების ეფექტიანად განსახორციელებლად ან/და სასწავლო კურსზე მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად. სასწავლო კურსს წამყვანი სერბული ორგანიზაციის — CANVAS-ის („გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების ცენტრი“) ტრენერები გაუძღვებიან.
მონაწილეთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები:
სასწავლო კურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია:
დამატებითი ინფორმაცია:
სასწავლო კურსის თემებია:
როგორ ჩაერთოთ: სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადის ფორმა ონლაინ ან გადაიღეთ და გამოგზავნეთ ვიდეო (მაქსიმუმ 3 წთ.), სადაც უპასუხებთ განაცხადის ფორმაში მითითებულ კითხვებს და ატვირთეთ ონლაინ. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 8 სექტემბერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: mgabunia@ewmi.org
|

31-08-2023
წყარო: USAID Civil Society Engagement Program
|
29-05-2019 დაცული ტერიტორიების სააგენტომ ახალი გრანტი მიიღო |
|---|
|
30-08-2019 ჩინური დღიური - პრეზენტაცია |
|
03-05-2019 Toyota უპილოტო ტექნოლოგიას $100 მილიონით დააფინანსებს |
|
19-04-2019 სამ თვეში 21 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა |