|
| 1117 |
|---|
სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის კონკურსს აცხადებს. სტუდენტთა დახმარების პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება პროგრამით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კატეგორიას. განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს 18:00 საათამდე. დაინტერესებულ პირებს განაცხადებისა და კატეგორიის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ სამინისტროში მატერიალური ფორმით (მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4) დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?pid=1456&gid=6&ppid=12
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი |

02-08-2023
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
|
07-04-2023 სამთვიანი უფასო სასწავლო ვიზიტი იტალიაში |
|---|
|
30-05-2019 შოთა გულბანი: „თი ბი სი ჯგუფი“ თუ მაგარია, კონკურენცია “ეიპიემ ტერმინალს” გაუწიოს |
|
21-02-2019 Bloomberg: სავაჭრო ომი აშშ-ს და ჩინეთს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის |
|
22-02-2019 „პეის ჯგუფის“ საზღვაო ტერმინალის პროექტზე მუშაობა 18 თვეში დასრულდება, 2020 წლის ბოლოს ფოთში ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი გვექნება |