მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა
| პროგრამაში განაცხადების მიღება 2023 წლის 22 აგვისტოს 12:00 საათიდან განახლდება და გაგრძელდება ბიუჯეტის ამოწურვამდე |
| სააგენტოს თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი დაადასტურებს პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის სრულად შესრულებას. |
თუ გსურთ მაღალმთიანი რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის წამოწყება, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ სახელმწიფო თანადაფინანსება.
პროგრამის მიზანი და ამოცანა
- პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეებისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება.
- პროგრამის ამოცანაა მაღალმთიან დასახლებებში, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების მდგრადი განვითარება და ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია.
პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.
პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში. (მაღალმთიანი დასახლებები განისაზღრება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“. დაგენილებაში შესაძლოა განხორციელდეს ცვლილება, რომლის გადამოწმებაც შესაძლებელია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე)
საქართველოს მთავრობის დადგენილება
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო