ლატვიაში სასწავლო ვიზიტით ბორჯომის და თეთრიწყაროს ლაგ-ის წევრები და მათი პარტნიორები იმყოფებოდნენ
ნავიგატორი
1795


ლატვიაში სასწავლო ვიზიტით ბორჯომის და თეთრიწყაროს ლაგ-ის წევრები და მათი პარტნიორები იმყოფებოდნენ

► ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, 21-25 აგვისტოს ლატვიაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ლაგოდეხის, ბორჯომის და თეთრიწყაროს ლაგ-ის წევრები და მათი პარტნიორები.


► ვიზიტის მიზანი იყო ლატვიის გამოცდილების გაზიარება საცხენოსნო ინდუსტრიის მოწყობისა და განვითარების კუთხით.


► ლატვიის ლაგ-მა სტუმრებს შთამბეჭდავი და ინფორმაციით დატვირთული ტურით უმასპინძლა. ვიზიტში მონაწილეობას იღებდნენ ქეას, Mercy Corps-ის და RDFG-ის წარმომადგენლები. შეხვედრებს ესწრებოდნენ ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლებიც.


► ვიზიტზე მიღებული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საცხენესნო ინდუსტრიის განვითარებისთვის. ლაგ-ების წევრებმა ინფორმაციაიმ გამოცდილებებზე, რაც საქართველოში ჯერ არ არის დამკვიდრებული. გაეცნენ საკანონმდებლო რეგულაციებს, რაც მომავალში მნიშვნელოვნად დაეხმარებათ საქმის წარმოებაში. 


► ვიზიტის დროს, ქართველმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საცხენოსნო ბიზნესები და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები. ასევე, შეხვდნენ ლატვიის საცხენოსნო ფედერაციისა და ენგურეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, დაესწრნენ შეჯიბრს ცხენების ბარიერზე ხტომაში და მოინახულეს ღვინისა და ძლიერი ალკოჰოლური სასმელების საწარმოები. 


► ძალიან შთამბეჭდავი იყო ლატვიის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის კლინიკის მონახულება (კლინიკა ცხენებისთვის), რომელიც არის კარგად აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკითა და კვალიფიციური კადრებით. 


► ლაგ-ის წევრებმა მოინახულეს საცხენესნო ბიზნესები და გაეცნენ სერვისებს რომლებსაც ისინი სთავაზობენ ვიზიტორებს. მათ შორის აღსანიშნავია: ცხენების გამოყენება სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრებისთვისა და თერეპიისთვის, ცხენები იოგისთვის, ბავშვებისთვის, გასეირნება ცხენზე ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამასთანავე, ლატვიაში ყველა მფლობელს ცხენის მოვლის ინდივიდუალური მეთოდი აქვს არჩეული.


► ლატვიის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ლაგ-ის წევრები ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი საცხენოსნო ბიზნესის განვითარება, მომსახურების გამრავალფეროვნება, და ლატვიური გამოცდილების გადმოტანა საქართველოში, რაც ამ კუთხით ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთებას შეუწყობს ხელს.

27-08-2019

წყარო: CARE International in the Caucasus

05-05-2019

საქართველოს ბანკი Wings for Life World Run-ს წელსაც უერთდება

04-10-2021

აღმოაჩინე სოციალური მეწარმეობა სომხეთში

31-05-2019

თბილისში ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების საერთაშორისო ფორუმი ტარდება

16-03-2023

ევროკავშირმა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების თემაზე კონკურსი გამოაცხადა

16-03-2023

ევროკავშირმა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების თემაზე კონკურსი გამოაცხადა

05-05-2019

საქართველოს ბანკი Wings for Life World Run-ს წელსაც უერთდება

04-10-2021

აღმოაჩინე სოციალური მეწარმეობა სომხეთში

31-05-2019

თბილისში ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების საერთაშორისო ფორუმი ტარდება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ