ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიები: შეიტანეთ განაცხადი 4 სექტემბრამდე
ნავიგატორი
399


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიები: შეიტანეთ განაცხადი 4 სექტემბრამდე

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამის ახალი კონკურსი გამოაცხადა.

სტიპენდიები განკუთვნილია აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მცხოვრები აქტივისტებისა და სამოქალაქო აზროვნების მქონე ქალებისა და კაცებისთვის, რომელთაც თავიანთ საზოგადოებებში დადებითი ცვლილებების შეტანა სურთ.  

ახალი კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეებთან კავშირის გაუმჯობესებაზე კონცენტრირდება. მაგალითად, საკონკურსო პროექტი შეიძლება იყენებდეს ციფრულ გადაწყვეტებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონიტორინგის/შეფასების გასაუმჯობესებლად, ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებული მონაცემების შესაგროვებლად და ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ან ორგანიზაციების მართვის გაუმჯობესებული სისტემების შესაფასებლად თუ მხარდასაჭერად.

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგი და გადაეცემათ 5,000 ევრო დასახულ მიზანთა განსახორციელებლად და საქმიანი კავშირების დასამყარებლად.

კონკურსის ფარგლებში ორი სახის სტიპენდიები გაიცემა: სამოქალაქო ჩართულობის სტიპენდიები და ციფრული სამოქალაქო სტიპენდიები. ეს უკანასკნელი  განკუთვნილია საინფორმაციო ტექნოლოგიების ისეთი ექსპერტებისთვის, როგორებიც არიან ინჟინერ-პროგრამისტები, მონაცემთა დამუშავების სპეციალისტები და დიზაინერები, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიებს საზოგადოების საკეთილდღეოდ იყენებენ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი და კარგად იციან ინგლისური ენა.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 4 სექტემბერი. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის 26 ივლისს საინფორმაციო ვებინარი ჩატარდება. პროგრამის, სააპლიკაციო პროცესისა და სტიპენდიების შესახებ მეტის გასაგებად ვებინარზე დარეგისტრირება უკვე შესაძლებელია. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

2023 წლის სასტიპენდიო განაცხადის გზამკვლევი 

დახურვის თარიღი:

სექტემბერი 4, 2023

 


 

წყარო: https://euneighbourseast.eu

01-08-2023

წყარო: ევროკავშირი

10-05-2019

ოთარ ანგურიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი ექსპერტებსა და ეკონომისტებს გვხვდება

20-12-2022

ზოგადი ინგლისური ენის უფასო, სამთვიანი კურსი

05-06-2019

საგრანტო პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა ტექნოპარკში

10-04-2019

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა

10-04-2019

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა

10-05-2019

ოთარ ანგურიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი ექსპერტებსა და ეკონომისტებს გვხვდება

20-12-2022

ზოგადი ინგლისური ენის უფასო, სამთვიანი კურსი

05-06-2019

საგრანტო პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა ტექნოპარკში


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ