|
| 767 |
|---|
ახალციხე პირველ რეგიონულ დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს
| 30 მაისს, ახალციხე პირველ რეგიონულ დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთიან სივრცეში გაეცნონ, როგორც ქსელური ბრენდების, ასევე ადგილობირივი ბიზნეს სექტორის აქტიურ ვაკანსიებს. ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის’’ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. ღონისძიება მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრის სკვერში 13:00-საათიდან დაიწყება. ფორუმის გარდა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, 29 მაისს ახალციხეში პირველ სერვის-ცენტრს გახსნის, რაც ადგილობრივებს შესაძლებლობას მისცემს, მუდმივად გაეცნონ რეგიონში არსებულ აქტიურ ვაკანსიებს, სერვისებსა და პროგრამებს, რომელსაც სააგენტო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია, ადგილობრივ დამსაქმებლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან საინფორმაციო შეხვედრა. სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური მოწვეულ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. საინფორმაციო შეხვედრები და დასაქმების ფორუმები თბილისსა და რეგიონებში მუდმივად იმართება, აპრილის თვეში ღონისძიება ბათუმში გაიმართა, ახალციხის შემდეგ კი დასაქმების ფორუმს კახეთი უმასპინძლებს.
წყარო: https://www.bpn.ge/ |

25-05-2023
წყარო: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
|
16-11-2022 DataFest Tbilisi 17-19 ნოემბერს გაიმართება |
|---|
|
08-04-2019 საქართველო ელექტრომობილების გამოშვებას იწყებს -სპეციალური ქარხანა ქუთაისში აშენდება |
|
17-03-2019 „საქართველოს ფოსტამ“ 2017 წელს 6,6 მლნ-ის დანამატი გასცა - რა შენიშვნა აქვს აუდიტს? |
|
03-06-2019 რა გაძვირდა და გაიაფდა მაისში |