|
| 1697 |
|---|
ევროკავშირის მეცნიერების ორგანიზაციის- Euraxess -ის დირექტორი: „კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში”
| ► 28 აგვისტოს, ბრიუსელში, ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალურ დირექტორატში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი, Euraxess-Georgia-ს კოორდინატორი ქეთევან გაბიტაშვილი შეხვდნენ ევროპული კომისიის აკადემიური კვლევების, ინოვაციებისა და კვლევითი ორგანიზაციების განყოფილების დირექტორ აპოსტოლია კარამალის და EURAXESS Services Network-ის პოლიტიკის ოფიცერს, მიჰაელა-ელენა კოსტაჩის. ► „კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში”-განაცხადა Euraxess -ის დირექტორმა შეხვედრაზე, რომელზეც განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ინოვაციებისა და მეცნიერების ორგანიზაცია EURAXESS-ს შორის მომავალი ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, მიმდინარე სამუშაოები და განვითარების პერსპექტივები, შეათანხმეს 24-25 სექტემბერს ბრიუსელში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები, რომელზეც მოხდება მხარეთა მიერ მზაობის გამოხატვის დეკლარაციასა (Declaration of Commitment) და ხელშეკრულებაზე საზეიმო ხელმოწერა. EURAXESS-ში გაწევრიანების ყველა პროცედურა დასრულებულია. ► ზვიად გაბისონიამ უცხოელ კოლეგებს მეცნიერების განვითარების გეგმა და პრიორიტეტები წარუდგინა, აღნიშნა, რომ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორის ორგანიზაცია EURAXESS -ში მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ, რის შედეგადაც ქართული მეცნიერებისთვის ახალი შესაძლებლობები იხსნება. შეხვედრაზე ევროპული კომისიის აკადემიური კვლევების, ინოვაციებისა და კვლევითი ორგანიზაციების განყოფილების დირექტორმა აპოსტოლია კარამალიმ განაცხადა: კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში, ძალიან კარგ დროს შემოდიხართ, “Horizon Europe”-ის პოლიტიკის შემუშავებაში თქვენნაირი ამბიციური იდეების მქონე ხალხი გვჭირდება!“ |

29-08-2019
წყარო: mes.gov.ge
|
01-03-2023 A EUROPEAN-FOCUSED INTERNATIONAL BACCALAUREATE (IB) DIPLOMA AT NEW SCHOOL, TBILISI, GEORGIA |
|---|
|
10-05-2023 GITA და Binance Charity ბლოკჩეინის საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკაციების მიღებას იწყებენ |
|
26-01-2023 Erasmus+: ტარტუს უნივერსიტეტი ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობაზე ონლაინ კურსს იწყებს |
|
22-02-2019 საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის ფასების მონიტორინგი ონლაინ სისტემით მოხდება |