2019 წლის შემოდგომაზე იაპონიაში რაგბის მე-9 მსოფლიო თასი გაიმართება

2019 წლის შემოდგომაზე იაპონიაში რაგბის მე-9 მსოფლიო თასი გაიმართება, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ მოვლენასთან დაკავშირებით 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ მონეტის ავერსზე დატანილია იაპონური იეროგლიფები "ნიჰონ", რაც იაპონიას ნიშნავს.
იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა 28 აგვისტოს დაესწრო მონეტების პრეზენტაციას და მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვა.