|
| 869 |
|---|
EU4Digital მცირე და საშუალო საწარმოებში ციფრული უნარების გასაუმჯობესებლად EdTech Hub-ის პროგრამისთვის პარტნიორებს ეძებს
| EU4Digital პროგრამის EdTech Hub-ის ინიციატივა პარტნიორებად ეძებს ორგანიზაციებს, რომლებიც ელ-კომერციასთან, ციფრულ მარკეტინგთან თუ ბიზნეს-პროცესების ციფრულ გარდაქმნასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო მასალას ქმნიან. EdTech Hub მიმდინარე წლის მარტში შეიქმნა და მისი მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 1 მილიონი მოქალაქის ციფრული გაძლიერება და 500,000 მცირე და საშუალო საწარმოს მხარდაჭერა. პროგრამა წარმოადგენს ციფრული სწავლების პლატფორმას, რომელზე განთავსებული ვებკურსებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების საჭიროებებზე იქნება მორგებული. EdTech Hub-ის პირველი კურსები 2023 წლის ივლისში გახდება ხელმისაწვდომი. თუ წარმოადგენთ ორგანიზაციას, რომელსაც სურს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეთა ციფრული უნარების გაუმჯობესება ან მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, დაუკავშირდით EdTech Hub პროგრამას ელ-ფოსტაზე: eu4digital@lt.ey.com. დამატებითი ინფორმაცია დახურვის თარიღი:ივლისი 31, 2023
წყარო: https://euneighbourseast.eu/ |

17-07-2023
წყარო: EdTech Hub
05-09-2019 Pixelart Powerphage |
22-05-2023 Roster of Photographers |
03-06-2019 WinExpo Georgia 2019 - JUN 13 |
29-03-2019 მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში გამორთავს ელექტროენერგიას |
|---|
|
29-03-2019 მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში გამორთავს ელექტროენერგიას |
|---|
|
05-09-2019 Pixelart Powerphage |
|
22-05-2023 Roster of Photographers |
|
03-06-2019 WinExpo Georgia 2019 - JUN 13 |