DevFest Tbilisi 2019
► GDG-ის ყოველწლიური დეველოპერების ფესტივალი Devfest ბრუნდება!
დევფესტის მთავარია წარმდგენია GDG თბილისი. გენერალური სპონსორები Google და Fintech.ge.
♦ ღონისძიება 8 სექტემბერს, ტექნოპარკში ჩატარდება. ერთი დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, დაესწრონ სემინარებს, პრაქტიკულ CodeLab-ებს, ჩაერთონ დისკუსიებში ან უბრალოდ სასიამოვნოდ გაატარონ დრო.
♦ თუ ხარ დაინტერესებული Google-ის ტექნოლოგიებით, FinTech-ით, პროგრამული გადაწყვეტის შექმნის და კომერციალიზაციის საუკეთესო პრაქტიკებით და გიყვარს ტექნოლოგიების მოყვარული ხალხის გაცნობა, გელოდებით Devfest Tbilisi 2019-ზე!
♦ ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. რეგისტრაცია სრულდება 30 აგვისტოს: http://bit.ly/DevFestTbilisi2019
► სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური.
► დევფესტის პროგრამის და სპიკერების შესახებ ინფორმაციას სულ მალე შეიტყობთ. პრაქტიკულ CodeLab-ებზე გამოცხადდება ცალკე რეგისტრაცია.
► არ გამოტოვო შანსი, გახდე გლობალური DevFest-ის თანამონაწილე!