|
| 1803 |
|---|
სურსათის სააგენტომ დაასახელა სავარაუდო წყარო, საიდანაც „სუდანის ჯგუფის“ საღებავები საწებლებში მოხვდა
| სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია. ამის შესახებ ინფორმაციას momxmarebeli.ge Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. დადგინდა იმ ბიზნესოპერატორების რეკვიზიტები, რომლებიც ამ წარმოებებს წითელი წიწაკით ამარაგებენ. სუდანის ჯგუფის საღებავების კვლევის მიზნით, სააგენტომ აიღო წითელი წიწაკის ნიმუშები, რომლებსაც აკრედიტებული ლაბორატორია გამოიკვლევს. სურსათის 6 ნიმუშში არასაკვები დანიშნულების საღებავები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის 15 აგვისტოს Momxmarebeli.ge-მ გაავრცელა. არასაკვები დანიშნულების „სუდანის“ ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა „კულას“, მარნეულის სასურსათო ქარხნის, ფუდსერვისის, შპს „ესის“, Soledo-სა და „თეთნულდის“ პროდუქციაში. |

06-09-2019
წყარო: imedinews.ge
|
10-05-2023 ბიომრავალფეროვნების დღე „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობაში |
|---|
|
20-02-2019 თურქეთიდან იმპორტი 6.4%-ით გაიზარდა, საქართველოდან თურქეთში ექსპორტი კი 24%-ით შემცირდა |
|
10-10-2022 2023 წელს, სოფლის განვითარების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს |
|
31-03-2019 ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში რუსეთიდან და თურქეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა |