„ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოების / ევროპა ნოსტრა 2024-ის“ კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
ნავიგატორი
1090


„ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოების / ევროპა ნოსტრა 2024-ის“ კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო

ევროკომისიამ და მის ფარგლებში მოქმედმა „შემოქმედებითი ევროპის“ (Creative Europe) პროგრამამ „ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოების / ევროპა ნოსტრა 2024-ის“ კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსი კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის სფეროში მომუშავე პროექტებისთვისაა განკუთვნილი. 

კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოები წელს შემდეგ ხუთ კატეგორიაში გაიცემა: კონსერვაცია, ადაპტაცია და ხელახალი გამოყენება; კვლევა; განათლება, ტრენინგი და უნარები; მოქალაქეთა ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება; და კულტურული მემკვიდრეობის ჩემპიონები.

საპროექტო განაცხადები შეიძლება ეხებოდეს მატერიალურ, არამატერიალურ ან ციფრულ კულტურულ მემკვიდრეობას. ამასთან, კონკურსზე მიიღება როგორც მცირემასშტაბიანი ასევე დიდი მასშტაბის, ადგილობრივი, ევროპული ან საერთაშორისო პროექტები.

ჯილდოები გადაეცემა 30-მდე პროექტს, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გამორჩეულ შედეგებს მიაღწია. მათგან მაქსიმუმ 5 გამარჯვებული მიიღებს გრანპრისა და 10,000 ევროს ოდენობის ფულად ჯილდოს. იმავე მოცულობის ფულადი თანხა ასევე გადაეცემა ხალხის რჩეულ გამარჯვებულს, რომელიც ინტერნეტით ჩატარებული ხმის მიცემით გამოვლინდება. 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნებს, რომელთა შორის საქართველოცაა. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 13 ოქტომბერი.

ამასთან, „ევროპა ნოსტრა“ უმასპინძლებს ორ ვებინარს თემაზე, „როგორ მოვამზადოთ განაცხადი ‘ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოების / ევროპა ნოსტრა 2024-ის’ კონკურსისთვის“. ვებინარები შეეხება ერთსა და იმავე საკითხებს და გაიმართება შემდეგ რიცხვებში:

  • 2023 წლის 30 აგვისტო, ოთხშაბათი, ცენტრალური ევროპის ზაფხულის დროით 17:00 – 18:00 საათები. დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე. 
  • 2023 წლის 15 სექტემბერი, პარასკევი, ცენტრალური ევროპის ზაფხულის დროით 10:00 – 11:00 საათები. დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე. 

ვებინარებზე დასწრება უფასოა, წინასწარი რეგისტრაცია კი სავალდებულოა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

განაცხადის ფორმა

 


 

წყარო: https://euneighbourseast.eu

10-10-2023

წყარო: ევროკომისია

07-05-2019

ცქიტიშვილი: ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ივლისში დასრულდება

19-02-2019

Equipping Azerbaijani business for international e-commerce

29-03-2019

Google-ში თვლიან, რომ ევროკავშირის საავტორო უფლებებზე რეფორმა ეკონომიკის კრეატიულ სექტორს დააზიანებს

12-12-2019

ჯადოსნური საშობაო სოფელი სითი მოლში-Christmas Fair at City Mall

12-12-2019

ჯადოსნური საშობაო სოფელი სითი მოლში-Christmas Fair at City Mall

07-05-2019

ცქიტიშვილი: ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ივლისში დასრულდება

19-02-2019

Equipping Azerbaijani business for international e-commerce

29-03-2019

Google-ში თვლიან, რომ ევროკავშირის საავტორო უფლებებზე რეფორმა ეკონომიკის კრეატიულ სექტორს დააზიანებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ