რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, აგროტურიზმის პოპულარიზაციისა და საბაზრო კავშირების ხელშეწყობის მიზნით “აგროტურისტული ფესტივალი 2021” გაიმართება
ნავიგატორი
1196


რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, აგროტურიზმის პოპულარიზაციისა და საბაზრო კავშირების ხელშეწყობის მიზნით “აგროტურისტული ფესტივალი 2021” გაიმართება

2021 წლის 26 ნოემბერს, ამბროლაური უმასპინძლებს„აგროტურისტულიფესტივალი2021“- ს .ღონისძიების ორგანიზატორია;„რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაცია“ პროექტ GRETA-ს მხარდაჭერით, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მიერ. ფესტივალის პარტნიორები არიან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო ;სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ტურიზმის ეროვნული ;სააგენტო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

ფესტივალის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე, მაღალმთიან რეგიონებში, სასტუმრო და სარესტორნო სექტორსა და აგრომწარმოებლებს შორის საბაზრო კავშირების დამყარება და აგროტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროების ცნობიერების ამაღლება / პოპულარიზაცია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ტყიბულის, ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტებიდან 100-მდე ფერმერის ადგილობრივი პროდუქტები როგორიცაა ღვინო, თაფლი, ლორი, ყველი, კარტოფილი, ჩაი და ა.შ.

„აგროტურისტული ფესტივალი 2021“ გაიმართება ღია სივრცეში, ამბროლაურის მუნიციპლაიტეტის ცენტრალურ სკვერში. ღონისძიებას ოფიციალურად გახსნიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, შვედეთის და ავსტრიის საელჩოების მაღალი რანგის წარმომადგენლები, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი.

ღონისძიების პროგრამა

13:00 - 13:35 
ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონიალი.

13:35 - 18:00  
აგროპროდუქტების და სხვა ადგილობრივი წარმოების ;ნივთების გამოფენა-გაყიდვა, კულტურული აქტივობები, ბიზნეს შეხვედრები და სხვა.

18:00 -20:00  
ღონისძიების არაოფიციალური დასკვნითი ნაწილი: კონცერტი. 


მნიშვნელოვანი შეტყობინება : COVID-19 რეგულაციების შესაბამისად, ღონისძიების სტუმრები გაივლიან თერმოსკრინინგს და ორგანიზატორები უზრუნველყოფენ პირბადეებისა და დადეზინფექციო საშუალებების მომარაგებას.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ:

  • „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაცია“ / იოსებ გეწაძე / 599103192 / SOSO_RLS@yahoo.com

  • პროექტი GRETA | მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა / ანა ქაბზინაძე / 577777163 / ana.kabzinadze@ada.gv.at

23-11-2021

წყარო: GRETA

24-06-2019

Fuckup Nights Tbilisi vol. 14 | English Edition

01-05-2019

11 მაისი, ახალი ღვინის ფესტივალი 2019-ის პროგრამა

05-06-2019

კახა კალაძე: მრგვალ ბაღში კომპანია მუშაობას ვეღარ გააგრძელებს

17-02-2023

ვქმნით მეცნიერების მომავალს - საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო

17-02-2023

ვქმნით მეცნიერების მომავალს - საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო

24-06-2019

Fuckup Nights Tbilisi vol. 14 | English Edition

01-05-2019

11 მაისი, ახალი ღვინის ფესტივალი 2019-ის პროგრამა

05-06-2019

კახა კალაძე: მრგვალ ბაღში კომპანია მუშაობას ვეღარ გააგრძელებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ