სოფლად ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება
ნავიგატორი
1358


სოფლად ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს „სოფლად ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება“.

პროექტის საბოლოო მიზანია, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება და საარსებო წყაროს შექმნის ხელშეწყობა, უნარების და შესაძლებლობების განვითარების გზით

პროექტის ფარგლებში სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ტრენინგები ჩაუტარდება არანაკლებ 160 ახალგაზრდას, რომლებიც გარდა მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგებისა მიიღებენ მენტორინგის სესიებში მონაწილეობას. მენტორინგის შეხვედრები ახალგაზრდებს  შესაძლებლობას მისცემს, რომ კონსულტანტთან ერთად დაგეგმონ ბიზნესის წამოწყების კონკრეტული გზები და მიიღონ ფინანსებზე წვდომის შესაძლებობების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

პროექტის ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტებია: დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ლაგოდეხი და ყაზბეგი.

სამიზნე ჯგუფი მოიცავს 18-24 წლის ასაკის ახალგაზრდა ქალებს, მათ შორის შშმპ-ებსა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს.

პროექტი ხორციელდება „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა ევროკავშირის  ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

 


 

წყარო: http://www.economists.ge/

 

11-08-2022

წყარო: გაეროს განვითარების პროგრამა

10-04-2019

დაბა გრიგოლეთსა და ფოთში სამორინეს მოწყობაზე შეღავათები დაწესდა

13-06-2019

აშშ-ს შავ სიაში ყოფნის გამო Huawei ახალ ლეპტოპს ვერ წარადგენს

20-01-2023

ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამები

15-02-2019

იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.2%-ით გაიზარდა და 826.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

15-02-2019

იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.2%-ით გაიზარდა და 826.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

10-04-2019

დაბა გრიგოლეთსა და ფოთში სამორინეს მოწყობაზე შეღავათები დაწესდა

13-06-2019

აშშ-ს შავ სიაში ყოფნის გამო Huawei ახალ ლეპტოპს ვერ წარადგენს

20-01-2023

ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამები


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ