ქართული აგროკომპანიებისთვის ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების ახალი პროგრამა დაიწყო
ნავიგატორი
1217

ქართული აგროკომპანიებისთვის ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების ახალი პროგრამა დაიწყო

აგრობიზნესში ჩართული ქართული კომპანიებისთვის USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“და სოფლის განვითარების სააგენტომ ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების ახალი, ინოვაციური პროგრამა დაიწყეს. პროგრამა მიმდინარე წლის აგვისტოდან ამოქმედდა.

პროგრამის მიზანია ქართველი მწარმოებლების დაკავშირება გერმანიასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში არსებულ დაინტერესებულ მყიდველებთან. პროგრამაში მონაწილეობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩა ლურჯი მოცვისა და კაკლოვანი კულტურების მწარმოებელი და სურსათის გადამამუშავებელი 80-მდე ექსპორტზე ორიენტირებული  საწარმო.

პროგრამის ფარგლებში მსხვილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მჭიდროდ ითანამშრომლებს ქართულ კომპანიებთან და დახმარებას გაუწევს მათი საექსპორტო შეთავაზების სათანადოდ ჩამოყალიბებაში, სამიზნე საექსპორტო ბაზრებზე შესაბამისი მყიდველების იდენტიფიცირებასა და საქმიანი გარიგებების დამყარებაში. პროექტი  ათობით ქართულ კომპანიას ხელს შეუწყობს და შესაძლებლობას მისცემს დაიწყოს პროდუქციის გატანა მაღალი ღირებულების საექსპორტო ბაზრებზე.

ექსპორტის საბაზრო კავშირების დამწარების პროგრამა ხორციელდება საქართველოს აგროექსპორტის ჯგუფის საშუალებით, რომელიც ერთობლივად ჩამოაყალიბეს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტომ.

წყარო: აწარმოე საქართველოში

06-09-2022

წყარო: აწარმოე საქართველოში

11-07-2019

PIN-მა ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მხარი დაუჭირა ბანაკ „ზეთა“-ს

14-03-2019

დავით საგანელიძემ ფილიპინებში საქართველოს წყლის რესურსების შესახებ პრეზენტაცია გამართა

20-01-2023

Call for Young Researchers from Georgia, Armenia, and Azerbaijan on the Geopolitical Shifts in the South Caucasus Region

11-03-2019

სოფლის განვითარების ევროპული მოდელი

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ