მოწვევა საგამოძიებო ჟურნალისტიკის და ციფრული უსაფრთხოების ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
ნავიგატორი
981


მოწვევა საგამოძიებო ჟურნალისტიკის და ციფრული უსაფრთხოების ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

ევროპის ფონდი აგრძელებს სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ძალისხმევის მხარდაჭერას, საქართველოში ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და საჭიროებაზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისათვის. ამ მიზნით, ფონდი ახორციელებს ინიციატივას -  საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდაჭერა ცვლილებებისათვის. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ევროპის ფონდი იწვევს ჟურნალისტებს და ბლოგერებს საგამოძიებო ჟურნალისტიკის და ციფრული უსაფრთხოების ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგი ჩატარდება 24-26 ოქტომბერს, თბილისში. მონაწილეები გაეცნობიან ისეთ საკითხებს როგორიცაა წყაროების მოძიებისა და  ინტერვიუების ჩატარების ეფექტური ტექნიკა, მონაცემების მოძიება საქართველოს ფარგლებს გარეთ, სოციალური მედიისა და ვიზუალის გაშუქების ინსტრუმენტად გამოყენება, გამოძიების პრეზენტაცია, კონფიდენციალური წყაროების და მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვა და უსაფრთხო კომუნიკაცია.

ტრენინგებს გაუძღვებიან არაერთი ჯილდოს მფლობელი  გამომძიებელი  ჟურნალისტები და საგამოძიებო ჟუნრალისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული სახელმძღვანელოს ჟურნალისტ-გამომიებლის სახელმღვანელო - დოკუმენტების, მონაცემთა ბაზებისა და მეთოდების გზამკვლევი ავტორები მარკ ჰორვიტი და ბრანტ ჰიუსტონი, და პრესის თავისუფლების ფონდის (Freedom of the Press Foundation) ციფრული უსაფრთხოების ხელმძღვანელის მოადგილე, ციფრული უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტი ოლივია მარტინი.   

ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, გაეცანით განცხადების სრულ ტექსტს.

 


 

წყარო: ევროპის ფონდი

12-09-2022

წყარო: ევროპის ფონდი

07-05-2019

მედიის წარმომადგენლებისთვის გურიაში პრესტური მოეწყო

17-01-2023

სტაჟირება ევროკომისიაში — შეიტანეთ განაცხადი 31 იანვრამდე

26-09-2022

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო

06-02-2024

მიკრო და მცირე მეწარმეთა განვითარების პროგრამა 2023

06-02-2024

მიკრო და მცირე მეწარმეთა განვითარების პროგრამა 2023

07-05-2019

მედიის წარმომადგენლებისთვის გურიაში პრესტური მოეწყო

17-01-2023

სტაჟირება ევროკომისიაში — შეიტანეთ განაცხადი 31 იანვრამდე

26-09-2022

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ