ქართული შესაფუთი მასალების ინდუსტრიის პირველი გამოჩენა საერთაშორისო გამოფენაზე
ნავიგატორი
962

ქართული შესაფუთი მასალების ინდუსტრიის პირველი გამოჩენა საერთაშორისო გამოფენაზე

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, შესაფუთი მასალების მწარმოებელმა 6-მა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო საერაშორისო გამოფენაში FachPack 2022. გამოფენა გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში გაიმართა და ქართულმა პროდუქციამ ვიზიტორებში დიდი ინტერესი გამოიწვია. შესაფუთი მასალების ინდუსტრია სააგენტოს მიერ საექსპორტო პოტენციალის მქონე ახლად იდენტიფიცირებული სექტორია, ხოლო ამ დარგის კომპანიები, სააგენტოს ორგანიზებით, საერთაშორისო გამოფენაში პირველად იღებენ მონაწილეობას. სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ მუდმივად მუშაობს ექსპორტის პოტენციალის მქონე სექტორის იდენტიფიცირებაზე და მათ ხელშეწყობაზე. საერთაშორისო გამოფენაში FachPack 2022 ქართული კომპანიების მონაწილეობა ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებული, გაეროს ოთხი ორგანიზაციის (UNDP, FAO, UNIDO, IOM) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) თანამონაწილეობითა და მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილე 6-ვე კომპანია არის საქართველოს შესაფუთი მასალების კლასტერის (PMAG) წევრი.

30-09-2022

წყარო: აწარმოე საქართველოში

17-10-2019

გაერო საქართველოში გლობალური ინოვაციების ცენტრის შექმნას $2 მლნ-ით დააფინანსებს

28-11-2022

Investing with Gender Lens - Deep Dive Workshops

16-05-2019

USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ დაიწყო ტრენინგები

01-04-2019

გიორგი ქობულია: ვიმედოვნებთ, რომ Air France მაგალითს მისცემს სხვა ევროპულ ავიაკომპანიებს და მეტი პირდაპირი რეისი გვექნება ევროპის სხვადასხვა მიმართულებით

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ