საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მესაქონლეობის ექსპო 2022 გაიმართება
ნავიგატორი
947


საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მესაქონლეობის ექსპო 2022 გაიმართება

საქართველოს ბანკი აგრომიმართულების პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჟამად, ბანკის მხრადაჭერით, 29 ოქტომბერს, ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ იპოდრომზე მესაქონლეობის ექსპო 2022 გაიმართება.

 

ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს მსხვილფეხა საქონლის რძისა და ხორცის პროდუქტების ადგილობრივ წარმოებას, ვაჭრობის გაზრდას და ფერმერთა ტექნიკური უნარებისა და ინსფრასტრუქტურული შესაძლებლობების განვითარებას. ასევე, ღონისძიება არის კარგი შესაძლებლობა, ერთმანეთს დააკავშიროს სფეროს სპეციალისტები და ფერმერები.

 

„საქართველოში მილიონამდე სული მსხვილფეხა საქონლიდან მხოლოდ 3,000-მდე მაღალპროდუქტიული ჯიშის საქონელია. ასეთებია ძირითადად, ჰოლშტეინი და შვიცი, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან არის შემოყვანილი. უმეტესი ადგილობრივი საქონელი წარმოდგენილია დაბალპროდუქტიული შერეული ჯიშით, თუმცა პოპულარიზაციის მიზნით ექსპოზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ჯიშის სელექციური მსხვილფეხა საქონელიც, მათ შორის მეგრული წითელი და კავკასიური წაბლა. მესაქონლეობის ექსპო პირველად 2019 წელს ჩატარდა და იმ დროისთვისაც მხარდამჭერი საქართველოს ბანკი იყო“, - განაცხადა საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ხატიაშვილმა.

ექსპოში მონაწილეობას ოცზე მეტი ფერმერი მიიღებს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა პროდუქციისა და მომსახურების გამოფენა. რძის და ხორცის სექტორის სასოფლო სამეურნეო საშუალებების მომწოდებლები დაინტერესებული ფერმერებისთვის საკუთარ პროდუქტს წარმოადგენენ ( ფერმის აღჭურვილობა, ვეტერინარული პრეპარატები, ცხოველთა საკვები, აგრო ტექნიკა და ა.შ.) ასევე, კერძო და სახელმწიფო ლაბორატორიები დაინტერესებულ პირებს სექტორისთვის მნიშვნელოვან ლაბორატორიულ კვლევის ანალიზის მეთოდებს გააცნობენ.

 

ცნობისთვის, მესაქონლეობის ექსპო ხორციელდება სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. ესენია: საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია; შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“; USDA-ს მიერ დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“; საქრძის ასოციაცია; კავკასიის გენეტიკა; FAO (NAITS) - ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის ეროვნული სისტემა. ღონისძიების განხორციელებაში ასევე ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაბამის სააგენტოებთან ერთად.

 


 

წყარო: https://commersant.ge/

25-10-2022

წყარო: საქართველოს ბანკი

27-04-2021

ინოვაციური პროგრამა

10-02-2023

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია

31-05-2019

დონალდ ტრამპმა მექსიკას 5%-იანი ტარიფები დაუწესა

01-03-2019

რძის სექტორის მესამე კავკასიური კონგრესი გაიმართება

01-03-2019

რძის სექტორის მესამე კავკასიური კონგრესი გაიმართება

27-04-2021

ინოვაციური პროგრამა

10-02-2023

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია

31-05-2019

დონალდ ტრამპმა მექსიკას 5%-იანი ტარიფები დაუწესა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ