ფერმერებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის დეტალები გააცნეს
ნავიგატორი
879


ფერმერებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის დეტალები გააცნეს

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს პირველმა მოადგილემ მერაბ ქვარაიამ, იორმუღანლოს თემის საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, ფერმერებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის დეტალები და მონაწილეობის პირობები გააცნო. შეხვედრა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ჩართულობით მომზადდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობა დაინტერესებულ ფერმერებს საშუალებას მისცემს, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრებით 3-წლიანი იჯარით ისარგებლონ.

„სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამის მიზანი საძოვრების რაციონალურად გამოყენება და ფერმერებისთვის გადაცემის სწორი და სამართლიანი მექანიზმის შემოღებაა. საძოვრების აუქციონის გზით იჯარით განკარგვის უფლება ეძლევათ მხოლოდ იმ ფერმერებს, რომლებსაც საკუთრებაში ჰყავთ მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი. ერთ სულ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის განსაზღვრულია არანაკლებ 1 ჰა და არაუმეტეს 1.5 ჰა საძოვარი, ხოლო ერთ სულ წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის - არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა.

დღეის მდგომარეობით, ხუთ ეტაპად უკვე გამოქვეყნებულია 317 ერთეული აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები სულ 37402 ჰექტარი. ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში აუქციონის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია 196 საძოვრის შესახებ მონაცემები, რომლის საერთო ფართობი 25549 ჰექტარია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


 

წყარო: https://www.bpn.ge/

11-11-2022

წყარო: მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო

25-07-2019

ფემინისტური ფესტივალი ბათუმში

23-03-2023

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები

16-11-2022

საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ იმართება

19-04-2019

მსოფლიოს უდიდესი ბანკების ხუთეული

19-04-2019

მსოფლიოს უდიდესი ბანკების ხუთეული

25-07-2019

ფემინისტური ფესტივალი ბათუმში

23-03-2023

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები

16-11-2022

საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ იმართება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ