|
| 961 |
|---|
ევროპის კოლეჯმა 2023-2024 აკადემიური წლისთვის განაცხადების მიღება დაიწყო — სტიპენდიების მოპოვება საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ
| ევროპის კოლეჯმა 2023-2024 აკადემიური წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე განაცხადების ონლაინ მიღება დაიწყო. სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. ევროპის კოლეჯი 1949 წელს ბელგიის ქალაქ ბრიუგეში დაარსდა. 1992 წლიდან მოყოლებული, ფუნქციონირებს კოლეჯის ორი კამპუსი — ერთი ბრიუგეში (ბელგია) და ერთიც ნატოლინში (პოლონეთი). სწავლის მსურველებს განაცხადის შეტანა კოლეჯის მიერ შეთავაზებულ რამდენიმე სამაგისტრო პროგრამაზე შეუძლიათ. მაგალითად, ხელმისაწვდომია ისეთი პროგრამები, როგორებიცაა ევროპული ეკონომიკის კვლევები, ევროპული სამართალი, ევროპული პოლიტიკის და მმართველობის კვლევები თუ ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 18 იანვარი. სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა ფასიანია, მაგრამ ევროპის კოლეჯი აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მკვიდრ, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სტიპენდიებს სთავაზობს. მათი მეშვეობით სტუდენტებს 2023-2024 აკადემიური წლის განმავლობაში ევროპის კოლეჯში დიპლომისშემდგომი განათლების მიღება შეუძლიათ. სტიპენდიები სწავლების, საცხოვრებლის, კვების და მგზავრობის ხარჯებს ფარავს. დამატებითი ინფორმაცია დახურვის თარიღი:იანვარი 18, 2023
წყარო: https://euneighbourseast.eu/ |

14-11-2022
წყარო: ევროპის კოლეჯი
|
21-02-2019 „ქართული ლუდის კომპანია“ ბულგარეთის ბაზარზე შესასვლელად ემზადება - კომპანიის მენეჯმენტისა და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში გადადის |
|---|
|
05-09-2019 Pixelart Powerphage |
|
05-07-2019 ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია ,,QuickCash AI” EMERGING EUROPE AWARDS - ის ერთ-ერთი გამარჯვებულია |
|
10-04-2019 პროდუქტები, რომელსაც ვყიდულობთ და ვყიდით რუსეთში |