|
| 1260 |
|---|
GITA-ს ინიციატივით Smart Toys MakeaThon გურჯაანის ტექნოპარკში გაიმართება
| ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით გურჯაანის ტექნოპარკში 26 და 27 ნოემბერს პროექტი “Smart Toys MakeaThon” ჩატარდება. პროექტის მიზანი საქართველოში წარმოებულ სათამაშოებში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ელემენტების დანერგვაა. ორი დღის განმავლობაში მენტორები მონაწილეებს საკუთარი იდეების განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარებიან. “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საკმაოდ ხშირად ატარებს ჰაკათონებს. გურჯაანში “ღVINOთონის” ჰაკატონით დავიწყეთ. ღვინის თემატიკაზე კონკრეტული ამოცანები იყო მოცემული, რომლებზეც მონაწილე გუნდები მუშაობდნენ. გამარჯვებულ გუნდს კონკრეტული პრიზი გადაეცა, რომლითაც თავიანთი იდეის დახვეწა და გაუმჯობესება შეეძლოთ. ღონისძიების მეორე დღეს, წინასწარ დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე საკუთარი იდეებით და პროტოტიპებით წარსდგებიან. აქედან გამორჩეული გუნდები შეირჩევიან, რომლებსაც ჯიტა ფინანსურად მხარს დაუჭერს, რათა შემდგომ ეს იდეები განხორციელდეს.” – აღნიშნავს მარიამ ვარდიძე. პროექტი მონაწილეების ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსებით მხარდაჭერას უზრუნველყოფს. გამარჯვებული ფულადი გრანტით დაჯილდოვდება, რათა ღონისძიების ფარგლებში შექმნილი პროტოტიპის განვითარება შეძლოს.
წყარო: ნავიგატორი |

24-11-2022
წყარო: GITA
|
07-05-2019 კატარში სასტუმროს აუზში ცურვის გამო უკრაინის რადის სპიკერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო |
|---|
|
06-09-2022 საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზზე Cashback-ის ახალ ნაკადს იწყებს |
|
24-11-2020 უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - FDI გრანტი |
|
15-03-2019 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით |