ტექნოლოგიები შესაძლებლობებისთვის

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს(GITA) ინიციატივით 17 - 18 დეკემბერს კასპის ტექნოპარკში ტარდება " ტექნოლოგიები შესაძლებლობებისთვის" ჰაკათონი.

პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ელემენტების დანერგვას.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:

აღნიშნული თემატიკით დაინტერესებულ ნებისნიერ პირს;

ინჟინერიით, პროგრამირებითა და დიზაინით დაინტერესებულ პირებს;

პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები შემდეგი მიმართულებით:

შშმ პირთა უფლებები და გამოწვევები;

ტექნოლოგიური შესაძლებლობები; პროდუქტის ბაზართან თავსებადობა, პოზიციონირება და კონკურენტული უპირატესობის მოპოვება;

ბიზნეს მოდელი (Canva) ;

ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს მენტორები დაეხმარებიან საკუთარი იდეების განვითარებასა და დახვეწაში.

ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ გუნდს/გუნდებს სააგენტოს სახელით გადაეცემათ 5000 ლარიანი გრანტი, პროტოტიპის განვითარების მიზნით.

პროექტი ხორციელდება ფაბლაბ ტექნოპარკის ორგანიზებით.

სარეგისტრაციო ფორმა


წყარო: GITA