|
| 1197 |
|---|
ნინა გრუნენბერგის სტიპენდიის პროგრამა ჟურნალისტებისთვის
| ნინა გრუნენბერგის სტიპენდიის პროგრამა ჟურნალისტებისთვის - გაიცანით გერმანიის სასკოლო სისტემა. სტიპენდიის ორი ორ კვირიანი პროგრამა გთავაზობთ პარტნიორული ქსელების შექმნისა და ინფორმაციის მიღების შესაძლებლობებს. პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ გერმანიის სასკოლო სისტემას, მის ადმინისტრირებას, გერმანიის ცენტრალურ ხელისუფლებისა და ფედერალური მხარეების პოლიტიკას, მეცნიერების ამჟამინდელ მდგომარეობას, ასევე დაამყაროთ კონტაქტები სკოლებთან, რედაქციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და პოლიტიკის წარმომადგენლებთან. სტიპენდიის პროგრამა განკუთვნილია ადგილობრივი და ზერეგიონული მედიის და საინფორმაციო სააგენტოების დაინტერესებული ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის. პროგრამა გაიმართება 2023 წლის 2-დან 12 მაისამდე ბერლინში, ლაიფციგსა და ჰამბურგში და ასევე 2023 წლის 6-დან 17 ნოემბრამდე გელზენკირხენში, დიუსელდორფსა და ბერლინში. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 19 იანვარი. დამატებით ინფორმაციას იხილავთ შემდეგ ბმულზე:https://www.zeit-stiftung.de/news2021/188
წყარო: გერმანიის საელჩო თბილისი |

17-01-2023
წყარო: გერმანიის საელჩო თბილისი
|
21-03-2019 თამბაქოს ექსპორტი საქართველოდან 77%-ით გაიზარდა |
|---|
|
31-05-2019 დონალდ ტრამპმა მექსიკას 5%-იანი ტარიფები დაუწესა |
|
12-01-2024 "აწარმოე საქართველოში" ბიზნეს უნივერსალის პროგრამაში სიახლეებია |
|
19-04-2019 ბერძნული ავიაკომპანია ELLINAIR-ი თბილისის მიმართულებით სეზონურ ფრენებს შეასრულებს |