|
| 1107 |
|---|
ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსი ფშავ-ხევსურეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის
| „მთის ამბების“ ფშავ-ხევსურეთის საგანმანათლებლო ცენტრი იწვევს ფშავ-ხევსურეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს ინგლისური ენის მოკლევადიან სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად. სასწავლო კურსის მსმენელებად მიიღებიან ახალგაზრდები 16 წლიდან, რომლებიც მუდმივად ან სეზონურად ცხოვრობენ აღნიშნულ კუთხეში. პრიორიტეტი მიენიჭებათ ეკოტურიზმში ჩართულ ან ამით დაინტერესებულ პირებს, გოგონებს, ქალებს. დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით უნდა შეავსოთ ანკეტა და გამოგზავნოთ. კითხვაზე - რაზე შემოგაქვთ განაცხადი, მიუთითეთ ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: Mtisambebi@gmail.com
კურსის საბოლოო დეტალები - ხანგრძლივობა და ინტენსივობა დაზუსტდება ცალკე, მონაწილეთა შერჩევის პარალელურად. (სავარაუდოდ, სასწავლო კურსი იქნება 3-4 თვიანი, ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, თითოეული ლექციის ხანგრძლივობა 1.5 სთ). სასწავლო კურსს გაუძღვება მაღალი კვაფიკაციის მქონე მოწვეული სპეციალისტი. სასწავლო კურსის დროს მონაწილეთა ინტერნეტით უზრუნველყოფის ხარჯებს (ასეთი საჭიროების შემთხვევაში) ორგანიზატორი დაფარავს.
წყარო: მთის ამბები |

20-01-2023
წყარო: მთის ამბები
|
21-03-2019 „ინტერესის საგანს მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაცია წარმოადგენს“ - ფოთის მერია საგამოძიებო სამსახურის შესვლაზე |
|---|
|
13-05-2019 შეხვედრები გურიასა და აჭარაში |
|
19-04-2019 იანვარ-მარტში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.1%-ით შემცირდა |
|
17-07-2023 EU4Youth პროგრამა ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის წასახალისებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 9 პროექტს იწყებს |