|
| 1569 |
|---|
ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამა 2023-2024
| ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს საერთაშორისო გაცვლით სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობისა და კავშირების გაფართოების მიზნით 2001 წლის 13 აპრილს გაფორმებული შეთანხმება.
საქართველოს ყველა მოქალაქეს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს, აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს სასტიპენდიო პროგრამით, ამავე პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა.
პროგრამა ითვალისწინებს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, ასევე უფროს მეცნიერ-თანამშრომელთა პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას. კერძოდ:
აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა ასევე შესაძლებელია ჩინურ ენაზე, თუ ფლობთ ჩინური ენის HSK Level 3 და HSK Level 4-ის დონეს.
მსურველებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: http://www.csc.edu.cn/studyinchina ან http://campuschina.org, ატვირთონ ყველა მოთხოვნილი საბუთი და დანართში მითითებული დოკუმენტაცია ასლის სახით წარმოადგინონ ცენტრის საკონტაქტო მეილზე info-iec@iec.gov.ge;
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით. საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სწორად და სრულყოფილად შევსებული განაცხადი. წარმოსადგენი დოკუმენტების და პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში
|

20-01-2023
წყარო: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
|
10-05-2019 ოთარ ანგურიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი ექსპერტებსა და ეკონომისტებს გვხვდება |
|---|
|
19-04-2019 ,,სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურმა პირმა ან ფიზიკურ პირთა ჯგუფმა შესაძლოა მოიპოვოს 15,000-დან 100,000 ლარამდე დაფინანსება. |
|
20-02-2019 სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით გაიზარდა |
|
08-04-2019 ევროპის ყველაზე იაფიანი საზაფხულო კურორტი დასახელდა |