პროფესიული პრაქტიკის პროგრამა
ნავიგატორი
1262


პროფესიული პრაქტიკის პროგრამა

პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFP) არის ორმხრივი გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის. პროგრამის მიზანია ფინალისტებმა გაიღრმავონ ცოდნა ამერიკის საკანონდებლო პროცესებზე, გააცნობიერონ საზოგადოების როლის და მოქალაქეთა პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობა, დამყარდეს თანამშრომლური ურთიერთობა ამერიკულ და ქართულ ორგანიზაციებს შორის, რათა ერთობლივი ძალებით შემუშავდეს საერთო პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტა.

პროგრამის ფინალისტებს ექნებათ საშუალება 5-6 კვირიანი სტაჟირება გაიარონ შტატის საკანონმდებლო, ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში ან არასამთავრობო ორგანიზაციებში. ასევე, ისინი ჩაერთვებიან შტატის  მმართველობის, სახელმწიფო ზედამხედველობის და მოქალაქეთა აქტიურობასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ პროცესებში.

2023-2024 წლის პროგრამის ფინალისტები ორი ეტაპისგან შემდგარი კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან. პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ ელექტრონული აპლიკაცია, ხოლო მეორე ეტაპზე გადასულ ნახევარფინალისტებს გასაუბრება ჩაუტარდებათ ან ამერიკული საბჭოების თბილისის ოფისში, ან ვირტუალურ სივრცეში. ფინალისტების შერჩევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი კომისიის წევრები იღებენ ამერიკული საბჭოების ვაშინგტონის ოფისთან ერთად.

მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • განაცხადის მიღების პერიოდში უნდა იყოს 25–დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე (1987 წლის 25 სექტემბრიდან - 1997 წლის 25 სექტემბრამდე);

  • უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (ჰქონდეს Paper-Based TOEFL–ში 500–ზე, IBT–ში 60–ზე, IELTS 6–ზე მეტი ქულა ან გავლილი ჰქონდეს საუნივერსიტეტო დონის ინგლისურენოვანი პროგრამა არანაკლებ ერთი სემესტრისა); თუ კანდიდატი გახდება ნახევარფინალისტი და არ ექნება ზემოთხსენებული საბუთ(ებ)ი, ამერიკული საბჭოები მას თავად ჩაუტარებს TOEFL–ის გამოცდას;

  • უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი;

  • უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო ან არასამთავრობო სექტორში;

  • უნდა ჰქონდეს სურვილი მომავალშიც იმუშაოს საჯარო ან არასამთავრობო სექტორში;

  • უნდა ავლენდეს ლიდერულ და ურთიერთთანამშრომლობის უნარებს.

შერჩეული მონაწილეები პროგრამის ერთ-ერთ ნაკადში მოხვდებიან. აპლიკაციის შევსებისას აუცილებალდ მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ნაკადი.

  • ·         ნაკადი 1: 2023 წლის 5 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე.

    ·         ნაკადი 2: 2024 წლის 7 მაისიდან  14 ივნისამდე.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ ამერიკაში გამგზავრება დამოკიდებულია პანდემიის პირობებზე და მოგზაურობის შეზღუდვებზე. პროგრამისთვის მნიშვნელოვანია მონაწილეების და მასპინძელი ორგანიზაციის წარმომადგენლების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდება პროგრამის მონაწილეების ამერიკაში გამგზავრება, მონაწილეები გაივლიან ვირტუალურ პროგრამას.  

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებ გვერდს: www.professionalfellows.org

ელექტრონიული აპლიკაციის შესავსება შესაძლებელია შემდეგ პლატფორმაზე: ais.americancouncils.org/pfp. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა არის 31 იანვარი, 2023 წელი.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს – ნინო ჯიბუტს
ელ. ფოსტა: Georgia-PFP@americancouncils.org

 


 

წყარო: American Councils

20-01-2023

წყარო: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო

08-04-2019

ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება — მამუკა ბახტაძის დაპირება

02-05-2019

2019 წელის პირველ კვარტალში 17 მილიონ ლარამდე ვიდეოჯარიმა გამოიწერა – როგორ ავსებს ხელისუფლება ბიუჯეტს?

30-04-2019

რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ

13-11-2019

სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციის ხელშეწყობა ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით

13-11-2019

სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციის ხელშეწყობა ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით

08-04-2019

ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება — მამუკა ბახტაძის დაპირება

02-05-2019

2019 წელის პირველ კვარტალში 17 მილიონ ლარამდე ვიდეოჯარიმა გამოიწერა – როგორ ავსებს ხელისუფლება ბიუჯეტს?

30-04-2019

რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ