|
| 1069 |
|---|
ენერგეტიკული თანამეგობრობის 2023 წლის საზაფხულო სკოლაში განაცხადების მიღება დაიწყო
| ენერგეტიკული თანამეგობრობის 2023 წლის საზაფხულო სკოლა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს ენერგეტიკული გარდაქმნის საკითხებში ცოდნის დასაუფლებლად იწვევს. კონკურსის ფარგლებში მაქსიმუმ 48 კანდიდატი შეირჩევა. საზაფხულო სკოლა 2023 წლის 19-26 აგვისტოს, ბელგრადის (სერბეთი) უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტის ბაზაზე გაიმართება. კონკურსში ჩართვა შეუძლიათ აზერბაიჯანში, მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მცხოვრებლებს. მონაწილეობა უფასოა. საზაფხულო სკოლაში მიიღებიან სამაგისტრო და სადოქტორო (PhD) პროგრამების სტუდენტები, ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ყველა დისციპლინაში მომუშავე მკვლევრები და ახალგაზრდა პროფესიონალები სამთავრობო უწყებებიდან, კომპანიებიდან, ანალიტიკური ცენტრებიდან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. წლევანდელი წლის პროგრამა ციფრულ ფორმატში უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 31 მარტი. 2023 წლის საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია შემდეგი ორგანიზაციების მიერ: ვიშეგრადის ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი — სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დიალოგი (FES SOE) და ბელგრადის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტი. დამატებითი ინფორმაცია დახურვის თარიღი:მარტი 31, 2023
წყარო: https://euneighbourseast.eu/ |

26-01-2023
წყარო: ვიშეგრადის ფონდი
|
05-07-2019 ისტორიული საკუთრებიდან იურიდიულ სტატუსამდე – “ნენსკრა ჰიდრო“ სვანებს მიწის რეგისტრაციაში ეხმარება |
|---|
|
17-07-2023 EU4Youth პროგრამა ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის წასახალისებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 9 პროექტს იწყებს |
|
16-12-2019 შეწყალების წესში განხორციელებული ცვლილებები |
|
02-06-2021 სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მოქმედების არეალი ფართოვდება |