|
| 849 |
|---|
ნეაპოლში მდებარე Apple-ის დეველოპერების აკადემია განაცხადების მიღებას იწყებს
| იტალიაში ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის უნივერსიტეტი და Apple მსოფლიოს — მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების — სტუდენტებს სასწავლებლად იწვევს. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი Apple-ის დეველოპერების აკადემია 2023/2024 იმ სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ და აქტიურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში შებიჯება სურს. ამ გზით ისინი შეძლებენ, ეკონომიკის ამ სულ უფრო მზარდ და განვითარებად დარგში თავიანთ კარიერას ჩაუყარონ საფუძველი. აკადემიის მიზანი მრავალფეროვანი გამოცდილების და ბიოგრაფიის მქონე სტუდენტების მოზიდვა და მათთვის მრავალმხრივი ცოდნის მიწოდებაა. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს მშობლიურ ქვეყანაში მიღებული და ოფიციალური დაწესებულების მიერ გაცემული საშუალო სკოლის დამთავრების აღმნიშვნელი ატესტატი. სტიპენდიებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება. აკადემია შერჩეულ კანდიდატებს ვიზის აღებაშიც დაეხმარება. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 21 აპრილი, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის — 14 აპრილი. დამატებითი ინფორმაცია დახურვის თარიღი:აპრილი 21, 2023
|

23-03-2023
წყარო: Apple-ის დეველოპერების აკადემია
|
01-04-2019 სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019 საქართველოში“-ს მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს |
|---|
|
11-09-2019 კონტრაქტორი ორგანიზაციების ღია კარის დღე |
|
18-03-2019 საფინანო სექტორი ყველაზე მაღალანაზღაურებადი დარგი აღარ არის - რომელ სექტორშია ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში |
|
29-05-2019 ვის ეკისრება ანგარიშიდან მოპარულ თანხაზე პასუხისმგებლობა და რამდენი უნდა აანაზღაუროს ბანკმა - კობა გვენეტაძის განმარტება |